იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ, თორემ ვინც შემდეგ მოვა, ისიც გააგრძელებს დაჭერებს. ამის შესახებ თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი “გირჩი”) ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს.
მისი თქმით, ასეთმა დაბოღმილმა საზოგადოებამ და ასეთმა უსამართლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
“გვჯერა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს ასეთი – თავისუფალი ხალხის პარტია, რომელიც სულ სიმართლეს ლაპარაკობს, თუნდაც ეს სიმართლე წამგებიანი იყოს.
ჩვენი ამოცანა არ არის პარლამენტში შესვლა. მიზანია, ჩვენმა იდეებმა გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში.
იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ, თორემ ვინც შემდეგ მოვა, ისიც გააგრძელებს დაჭერებს. ასეთმა დაბოღმილმა საზოგადოებამ და ასეთმა უსამართლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
არ შეიძლება არჩევნებზე მოუმზადებლად, პროპაგანდას აყოლილი მისვლა.
როგორც მოსყიდულმა არ უნდა იაროს არჩევნებზე, ისე იმ ადამიანმა, რომელსაც ერთი საათი მაინც არ დაუხარჯავს, საკუთარი არჩევანის სისწორეზე ეფიქრა” – ამბობს იაგო ხვიჩია.

