ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – მედია

ვერაზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: […]

Continue Reading

23 ივლისის საეკლესიო კალენდარი

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, […]

Continue Reading

ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა – შსს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, […]

Continue Reading

შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – ოქრიაშვილის მეუღლე ინციდენტის დეტალებზე

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე. „ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე […]

Continue Reading

აქტივისტების ინფორმაციით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ – განახლებული ინფორმაცია

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსაიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა. „ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი. განახლება:შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით […]

Continue Reading

სროლა იყო ვერაზე – არიან დაჭრილები

სროლა ვერაზე – “პირველების” ინფორმაციით ცეცხლი შანიძისა და ხორავას ქუჩების მიმდებარედ ახალგაზრდებს გაუხსნეს. ერთ-ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. “ამ წამს ვერაზე სამი ბავშვი ჩაცხრილეს!!!! დასისხლიანებული ეყარნენ სიცილის გამო!!!” | წერს მოქალაქე თიკო კვალიაშვილი სოციალურ ქსელში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ადვოკატი – ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე

ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე, – ამის შესახებ ნატა ვიბლიანის ადვოკატმა, მარიამ ბარსონიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმე ეხება არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობას არამედ, მუქარას. „მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე. სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს ჩხვიმიანი. დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც […]

Continue Reading

ავტოავარია ზესტაფონში – დაშავდა 6 ადამიანი

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. “ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სროლა ბათუმში – ერთი ადამიანი კლინიკაში გადაჰყავთ

ბათუმში ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ. ფიროსმანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა” – ადვოკატი ვახო სანაიაზე

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტი, ვახო სანაია ადვოკატმა მცხეთის დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს და ელოდება როდის გავა 14 დღე, რათა თავის საქმიანობას დაუბრუნდეს. ვნახე ვახო, კარგად არის, თავს კარგად გრძნობს, მხნედ არის, შემართებით და ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ […]

Continue Reading

ძლიერ ხანძარს საფრანგეთში 1200 მეხანძრე ებრძვის VIDEO

სამხრეთ საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 2500 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. TF1-ის ცნობით, დაახლოებით 400 მცხოვრები ევაკუირებულია. ხანძარი სამშაბათს, კოტინიაკის სოფელთან ახლოს, მთიან რაიონში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. რამდენიმე სახლი განადგურდა, ხოლო დაახლოებით 2300 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხანძრის ჩაქრობაში 1200 მაშველი, ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა – ინფორმაციას  Aktual.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.   Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე – სტაბილური. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მუხიანში, სკვერში მილის დაზიანების შედეგად, წყლის ჭავლი მე-9 სართულამდე აღწევს – VIDEO

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. ამის შესახებ “პრესექსპრესს” ფოტო და ვიდეო მასალა ადგილიდან თვითმხილველებმა მოაწოდეს. მათივე ცნობით, სკვერში წყლის მილი მაშინ გასკდა, როდესაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. წყლის ჭავლი მე-9 სართულის სიმაღლემდე აღწევს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“ – “ქართული ოცნება” სანაიას დაპატიმრებაზე

ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი […]

Continue Reading

ვინც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია იცის, დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ – სააკაშვილი

ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია ვინც იცის (და არა პროპაგანდისტული ნარატივები), დარწმუნდება, რომ არასდროს მიმიწევდა გული რუსი ქალებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ვინც შემხვედრია, იმათგან დიდ ნაწილს მივიჩნევდი საკმაოდ პრიმიტიულ, უხეშ არსებებად და ეს არცაა გასაკვირი, იმ ქვეყნისგან, სადაც საუკეთესო ქალებს, ისეთებს როგორებიცაა მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ანა პოლიტკოვსკაია ანადგურებდნენ […]

Continue Reading

აიკრძალება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედია – სად და როდის ამოქმედდება კანონი

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი ორ ეტაპად განხორციელდება: სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირები ვერ შეძლებენ ანგარიშების გახსნას და ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დადასტურება იქნება საჭირო, 2027 წლის იანვრიდან […]

Continue Reading

იტალიაში დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს – ვინ არის თელაველი ქალი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი ქართველი ემიგრანტების დახმარებით იპოვეს. ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი. ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი […]

Continue Reading

სულ ერთია, რამდენ ხნიანი იქნება პატიმრობა ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დამიწერენ – ვახო სანაია 14 დღიან სასჯელზე

14 დღიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასჯელი მისთვის არაფერს ნიშნავს. “ეს არ არის მხოლოდ ჩემ შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების ყველა წევრს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდით. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება. უსხედან ჩემს “ფეისბუკს”, ჯერ სქროლავენ, მერე სქრინავენ. ამას აკეთებენ დიდი ხანია. ამ სამმართველოს […]

Continue Reading

ირანთან ომი აშშ-ს 37,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა – Reuters

აშშ-სა და ირანს შორის ომის ღირებულებამ 37,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა 21 ივლისს კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, იტყობინება Reuters. მისი თქმით, ეს ციფრი მოიცავს სამხედრო ხარჯების ნაწილს და 30 სექტემბრამდე პროგნოზს. როგორ მივიდა პენტაგონი ამ ციფრამდე, არ არის დაკონკრეტებული. მარტში, Reuters-ის წყარომ მხოლოდ ომის პირველი ექვსი დღის ღირებულება, მინიმუმ, 11,3 […]

Continue Reading

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი […]

Continue Reading

ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს შეეხებოდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

22 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივლისს მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსის, ღირსმოწამეთა: პათერმუთეს, კოპრეს და მოწამე ალექსანდრეს და წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი […]

Continue Reading

ქართველმა კაცმა ირლანდიაში ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა – ვინ არის და რას ამბობს ქვეყანაში გმირად შერაცხული ახალგაზრდა?

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. “რატომღაც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს მივდივარ ხოლმე. ჩემი ნავის მარცხენა ბორტთან, დაახლოებით 300 მეტრში, რაღაც შავი დავინახე. მეგონა, ტივტივა ან სელაპი იყო. მაგრამ […]

Continue Reading

თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

Continue Reading

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი – ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ. როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს. „გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად […]

Continue Reading

6 თვეში ბანკების მოგებამ 1.878 მლრდ ლარი შეადგინა – რომელი მათგანი გამდიდრდა ყველაზე მეტად

2026 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1.878 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1.558 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” […]

Continue Reading

პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური […]

Continue Reading

ქორწილის ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა – რა გადაწყვეტილება მიიღეს სხდომაზე?

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა.  18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა […]

Continue Reading

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს” – კახა კალაძე თბილისში მოსულ უხვ ნალექზე

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს. ამასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

21 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა. მირდატ მეფე წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა – ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს […]

Continue Reading

გიორგი ჭიღლაძე – ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას – ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“. „მე […]

Continue Reading

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარედგინა

თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო. ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 […]

Continue Reading

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

თბილისი-რუსთავის, თბილისი-აეროპორტის, თბილისი-ლილოს და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის (მიწისზედა მეტროს) პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 27 ივლისამდე გახანგრძლივდა. ტენდერი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს პროექტზე გამოცხადებული ტენდერის გახანგრძლივების რიგით მესამე შემთხვევაა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი – დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6315 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0100 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო – ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორი ვარ – პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აქციის ორგანიზების ნაწილში ჩართული არ ყოფილა. “4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი. პაატა მანჯგალაძე ორგანიზების […]

Continue Reading

თელავის სასტუმროს ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ გააფრთხილეს – ადვოკატი

თე­ლა­ვის სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის ად­ვო­კა­ტის, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გუ­შინ გა­მო­ი­კი­თხნენ და ქვეყ­ნიდან გაუსვლელობის შესახებ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამის შე­სა­ხებ აფ­ცი­ა­ურ­მა სააგენტო „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. აფ­ცი­ა­უ­რის გან­მარ­ტებით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ქალი ქორ­წი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს. კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა, […]

Continue Reading

კირ სტარმერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მეფის სასახლისკენ გაემართა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაუნინგ სტრიტთან თავის თანამშრომლებს დაემშვიდობა და ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა, რათა მეფე ჩარლზს ოფიციალურად სთხოვოს მისი გადადგომა. ბრიტანელი მონარქი მალე ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერს, ენდი ბერნჰემს მთავრობის ფორმირებას დაავალებს. პრემიერ-მინისტრის რანგში თავის ბოლო მიმართვაში სტარმერმა ბერნჰემს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენი მტრები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან, რათა ჩვენი ღირებულებების გამო გაგვყონ“, […]

Continue Reading

თანამდებობა უნგრეთის პრეზიდენტმაც დატოვა. პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობას მოჭადრაკე იუდიტ პოლგარს შესთავაზებს

კვირას საღამოს უნგრეთის პრეზიდენტის, ტამაშ სიუიოკის, საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად დასრულდა. ის თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა მას შემდეგ, რაც ახლადარჩეულმა „ტიზა“ პარტიამ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო თანამდებობა შესთავაზოს იუდიტ პოლგარს, ჭადრაკის დიდოსტატის, რომელიც ისტორიაში უძლიერეს ქალ მოჭადრაკედ ითვლება. სიუიოკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა უნგრეთის პარლამენტის მიერ […]

Continue Reading

58 ოჯახს კახა კალაძემ საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.    დედაქალაქის მერმა ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და განაცხადა, რომ დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან ფართებით უკვე დაყმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, პროცესი კი პრობლემის სრულად გადაჭრამდე გაგრძელდება.   „დღეს […]

Continue Reading

არანაირი არჩევნები არ არსებობს ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომა, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება – ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხება ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც, ხელისუფლებისვე დათვლით, მილიონამდეა. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში საბოლოოდ დაკანონდება ავტორიტარიზმი. „საპარლამენტო […]

Continue Reading

ვის ეკუთვნის სასტუმრო “აგარანის მამული” თელავში, სადაც ქორწილში ინციდენტი მოხდა

თელავში, მეფე ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო „აგარანის მამული“ 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. „აგარანის მამული“ არის 56-ოთახიანი კახური ავთენტურობის სასტუმრო, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა აერთიანებს: ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს. რეესტრის ბოლო – 2025 წლის ოქტომბრის ამონაწერით, სასტუმროს 20-20%-იანი წილები ეკუთვნით შალვა და გიორგი ქოჩლაძეებს, ხოლო 30-30%-იანი წილების მესაკუთრეები […]

Continue Reading

1 მილიარდ 101 მილიონის შემოსავალი მოგზაურებისგან – რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება ტურისტების რეკორდული რაოდენობა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 195 მილიონ დოლარს გაუტოლდა […]

Continue Reading

რუსი ტურისტის პირველი კომენტარი ქორწილში მომხდარ ინციდინტზე – “საქართველოში მერვედ ვარ და ვიცი როგორ მოვიქცეთ…“

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ ტუ­რის­ტებ­სა და ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ქალი და­შავ­და. პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლი უკვე და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმა „რუ­სუ­ლი სა­უბ­რის“ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია:დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

20 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი თომა მალეელი ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე […]

Continue Reading

“გადმოასხეს შარდი”, “დააფურთხეს”, ეძახდნენ ღორებს – რა მოხდა ქორწილში, რომელიც ჩხუბით დასრულდა

კახეთში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შსს-მ ერთი პირი დააკავა, სოციალურ ქსელში ქორწილში მყოფი ოჯახის წევრის ვრცელი განცხადება ვრცელდება. მისი მტკიცებით, დაპირისპირებას წინ უძღოდა რუსი სტუმრების მხრიდან ქორწილის სუფრისა და მომღერლების მისამართით შეურაცხმყოფელი ქმედებები და პროვოკაციები, რასაც საბოლოოდ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ეს ბიჭი ჩემი გიოა, ჩემი დეიდაშვილის შვილი… და ეს ამბავიც ჩვენ […]

Continue Reading