14 დღიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასჯელი მისთვის არაფერს ნიშნავს.
“ეს არ არის მხოლოდ ჩემ შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების ყველა წევრს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდით. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება. უსხედან ჩემს “ფეისბუკს”, ჯერ სქროლავენ, მერე სქრინავენ. ამას აკეთებენ დიდი ხანია. ამ სამმართველოს შექმნამდე მე დამიწერეს ჯარიმა. ჩემთვის სულ ერთია. ჩემთვის მთავარია ის, რომ მე გამოვთქვა ჩემი აზრი და სულ ერთია, რამდენ ხნიანი იქნება პატიმრობა ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დამიწერენ. [სასმართლო] სხდომებს არ ვესწრები. საერთოდ არ ვაღიარებ ამ სასამართლოს როგორც სასამართლოს. რა მოსატანია ეს პატიმრობა, როდესაც ამდენი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში ასეთი სასჯელებით. ამიტომ ჩემთვის არანაირი სასჯელის ზომა არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ ჩვენ არ გავჩუმდეთ” – აცხადებს სანაია.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
