“ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა” – ადვოკატი ვახო სანაიაზე

დღის სიახლეები სამართალი

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტი, ვახო სანაია ადვოკატმა მცხეთის დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს და ელოდება როდის გავა 14 დღე, რათა თავის საქმიანობას დაუბრუნდეს.

ვნახე ვახო, კარგად არის, თავს კარგად გრძნობს, მხნედ არის, შემართებით და ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მოქალაქემ,” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *