მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა

დღის სიახლეები სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა – ინფორმაციას  Aktual.ge ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

  Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე – სტაბილური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დაიწყო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *