თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.
ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ 21 ივლისს იმსჯელებს.
ცნობისთვის ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.
ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ ტურისტებს შორის სიტყვიერი გაუგებრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
