ავტოავარია ზესტაფონში – დაშავდა 6 ადამიანი

დღის სიახლეები სამართალი

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *