თელავში, მეფე ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო „აგარანის მამული“ 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.
„აგარანის მამული“ არის 56-ოთახიანი კახური ავთენტურობის სასტუმრო, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა აერთიანებს: ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს.
რეესტრის ბოლო – 2025 წლის ოქტომბრის ამონაწერით, სასტუმროს 20-20%-იანი წილები ეკუთვნით შალვა და გიორგი ქოჩლაძეებს, ხოლო 30-30%-იანი წილების მესაკუთრეები ლაშა და კახაბერ გიგიტელაშვილები არიან.
აღსანიშნავია, რომ კომპანია მეწარმეთა რეესტრში 2017 წლის მარტში არის რეგისტრირებული, თავდაპირველად კომპანიის მეწილეები გიორგი და შალვა ქოჩლააძეები (33.33%- 33.33%_იანი წილები) და დავით რატიანი (33.34%-იანი წილი) იყვნენ.
ასევე რეესტრის მონაცემებით, 2019 წელს მოხდა სუბიექტის რეორგანიზაცია და შპს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, კიდევ ერთი რეორგანიზაცია ფიქსირდება 2022 წლის მაისში და კომპანია კვლავ შპს-დ რეგისტრირდება, ამავე წლის ივნისის ამონაწერით უკვე სასტუმროს მფლობელებად რეგისტრირებული არიან: შალვა და გიორგი ქოჩლაძეები (20-20%-იანი წილებით) და ლაშა და კახაბერ გიგიტელაშვილები (30-30%-იანი წილებით).
რეესტრის მონაცემებითვე, გიორგი ქოჩლაძე ფიქსირდება რამდენიმე კომპანიის მეწილედ, თუმცა ყველა საწარმოს რეგისტრაცია შეჩერებული აქვს. შალვა ქოჩლაძის სახელზეც ფიქსირდება რამდენიმე სხვა საწარმო, მათ შორის ის არის „ძლიერი რაჭისათვის – ინვესტ ინ რაჭა“ დამფუძნებელი, ხინკლის ეროვნული ასოციაციის გამგეობის წევრი. როგორც ამ ასოციაციის ვებგვერდზეა მითითებული, შალვა ქოჩლაძე რამდენიმე წარმატებული ბიზნეს პროექტის ავტორია საქართველოში. მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ტრანსნაციონალური კომპანიების რეგიონული ოფისების მართვაში, იგი მუშაობდა ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა Hoffmann-LaRoche და Bomerieux. ამასთან, 2004-2010 წლებში მოღვაწეობდა საჯარო სამსახურში, იყო ეკონომიკის მინისტრის მთავარი მრჩეველი სახელმწიფო პრივატიზების საკითხებში, ასევე იკავებდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
რაც შეეხება გიგიტელაშვილებს, ისინი არიან 2003 წელს საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმის My.ge-ს დამფუძნებლები, რომელიც ისეთ ვებგვერდებს, როგორიცაა: Mymarket, Myauto, Myhome და ა.შ. თუმცა, 2021 წელს მათ ეს პლატფორმა დატოვეს.
დღეის მდგომარეობით კი, ლაშა და კახა გიგიტელაშვილები რეესტრში რამდენიმე კომპანიის მეწილეებად ფიქსირდებიან, მათ შორის არის სატვირთო ავიაკომპანია „იზი ჩარტერი“, კომპიუტერული თამაშების სფეროში მოღვაწე კომპანია და სხვა.
BPN
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
