სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი – ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ

დღის სიახლეები საზოგადოება

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ.

როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

„გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად მათთვის მიყენებული ეს დისკომფორტი შეემსუბუქებინა და დიახ, გირაოს გადახდას ვგულისხმობ. რამდენადაც საქმის კურსში ვართ, ეს დღეს ადვოკატებმა გააჟღერეს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს შეთავაზება განხორციელდა, ჩვენ მზად ვართ, გირაოს ეს თანხა გადავიხადოთ.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, ჩაატარეს შესაბამისი ჩხრეკა და ამოღება, მათთვის საჭირო დოკუმენტაცია, მტკიცებულებები ამოიღეს”, – განაცხადა ცანავამ.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ფაქტის შემდეგ მივიდა, თუმცა, გამოძახება უფრო ადრე განხორციელდა.

ცანავას განმარტებითვე, სასტუმროს ვოდეო კადრები ხმის გარეშეა, ვინაიდან ხმის ჩაწერა არ ხდებოდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *