იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსაიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა.
„ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი.
განახლება:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში “პირველებს” განუცხადეს.
ცნობისთვის, ონისე ოქრიაშვილს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს, სავარაუდოდ, სამი პირი დაესხა. იუმორისტი და სამოქალაქო აქტივისტი ამ დროისთვის ხეჩენაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ გვითხრა, ონისე ოქრიაშვილს ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
