58 ოჯახს კახა კალაძემ საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.   

დედაქალაქის მერმა ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და განაცხადა, რომ დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან ფართებით უკვე დაყმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, პროცესი კი პრობლემის სრულად გადაჭრამდე გაგრძელდება.  

„დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება კონკრეტულ შედეგებს ითვლის – კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული. მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, როდესაც თქვენი ბებია-ბაბუების მიერ ჩადებულ ინვესტიციას გადმოგცემთ. გილოცავთ. დღეს თქვენ ბინებთან ერთად, დაიბრუნეთ სამართლიანობის განცდა და  უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. 

აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა” აწარმოვა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის, დაახლოებით, 40% კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ეს კი კომპანიის მიერ განხორციელებული მესამე წარმატებით დასრულებული პროექტია.

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *