ფატიმა ქერიმოვას მკვლელი თურქეთში დააკავეს – მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები

აღჯაბედის რაიონის მცხოვრები ემინ ალიევი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანელი ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს. Oxu.Az-ის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ ე. ალიევზე ძებნა გამოაცხადა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში ფატიმა შეყვარებულთან, ქენან ალიევთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში გაიქცა. თუმცა, წყვილის […]

Continue Reading

დღეიდან ვიწყებთ არაბული კომპანიების ხელმძღვანელების საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია” იმ არაბული კომპანიების ხელმძღვანელების საერთაშორისო სანქცირებაზე წარდგენას იწყებს, რომლებიც საქართველოში არაბული ქალაქის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ, შალვა ნათელაშვილმა რუსთავსა და თბილისს შორის არსებულ ფონიჭალის ნაკრძალში გააკეთა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს მოუწოდა რუსთავის, გარდაბნის და თბილისის საკრებულოებსაც, რომ არ დაამტკიცონ მშენებლობის განაშენიანების გეგმა. როგორც კი ხელი გაგეპარებათ, ეშმაკი შეგიჩნდებათ, მიეცემით […]

Continue Reading

ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა

ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა. “მა­ღა­ზია მაქვს ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ და­უ­ვარ­და შეკ­რუ­ლი თან­ხა პი­როვ­ნე­ბას. ვე­ლო­დე­ბო­დი, ვი­ფიქ­რე ნა­ხავს, ვინც და­კარ­გა და მალე მობ­რუნ­დე­ბა-თქო. ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში და­წე­რა ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რომ თან­ხა და­კარ­გა ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, მი­თხა­რით რა თან­ხაა, რა კუ­პი­უ­რე­ბი, რომ დავ­რწმუნ­დე, ნამ­დვი­ლად თქვე­ნია-თქო. მო­ვი­და შვილ­თან […]

Continue Reading

სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და “უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის”   მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს. ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს – გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. […]

Continue Reading

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები – VIDEO

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები. მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, იუწყება ABC News. ყველა მსხვერპლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იყო; ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ და სროლა მათი ჩხუბის გამწვავების შემდეგ დაიწყო. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. […]

Continue Reading

პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას. ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია. პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე […]

Continue Reading

შსს-მ 50 უცხოელი არალეგალი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს. მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე […]

Continue Reading

4 ივლისის საეკლესიო კალენდარი

4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამისა იულიანე ტარსელისა; მღვდელმოწამისა ტერტიუსისა, იკონიელი ეპისკოპოსისა ; ღირსთა იულიუს ხუცისა და იულიანე დიაკონისა წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ […]

Continue Reading

უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერი +29…+32 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +33…+35 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე ცხელი დღეები დედაქალაქსა და კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, დღის […]

Continue Reading

“არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო” – ახალი დეტალები აბაშის ბანკში მამაკაცის შეჭრასთან დაკავშირებით

ტვ პირველის ცნობით, კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური […]

Continue Reading

საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დღეიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს. “დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს. ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, […]

Continue Reading

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0144 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდა

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდა – კადრებში, რომელიც პირდაპირი ტრანლირებით გადაიცემა, ჩანს, რომ თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში მისულმა ყაველაშვილმა ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს ხელი ჩამოართა და სამძიმარი გამოუცხადა.  კადრებში ჩანს, რომ მიხეილ ყაველაშვის თან ახლავს მრჩველი საგარეო საკითხებში ლუკა ეხვაია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი. სამძიმარს სტუმრებისგან მასუდ ფეზეშჩიანი და ირანის […]

Continue Reading

რკინიგზის სისტემის გაუმართაობა: რატომ უქმდება მასობრივად თბილისი-ბაქოს ბილეთები გადახდის შემდეგ?

მგზავრები აზერბაიჯანის რკინიგზის (ARZ) ბილეთის ონლაინ დაჯავშნის სისტემაში სერიოზულ პრობლემებზე საუბრობენ. საჩივრები Oxu.Az-ის ცხელ ხაზზე შევიდა, რამაც ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი დაზარალებული მგზავრის თქმით, მან 2026 წლის 1 აგვისტოს დაგეგმილი მარშრუტის ბილეთი ARZ-ის ოფიციალური ონლაინ სისტემის მეშვეობით შეიძინა. გადახდა წარმატებით ჩამოიჭრა მისი საბანკო ბარათიდან, ელექტრონული ბილეთი შეიქმნა და მყიდველს გადაეცა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, […]

Continue Reading

საქართველოში საწვავის აქციზის გადასახადი უნდა შემცირდეს მინიმუმ 2017 წლის ნიშნულამდე – “ლელო”

“ლელოს” განცხადებით, საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება – ირაკლი კობახიძემ ვერ შეძლო ვერც ერთ პროდუქტზე ფასების შემცირება და საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ მოატყუა. “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადამ რომ არსებობს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გამოსავალი, რომელზედაც „ლელო-ძლიერი საქართველო“ უკვე თვეებია საუბრობს. „ირაკლი კობახიძის დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად საქართველოში ყველაფერი ძვირდება. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5,8%-ს […]

Continue Reading

კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა აბაშაში საქართველოს ბანკში

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან […]

Continue Reading

ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რიცხვის ზრდას მოელიან

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან. ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი […]

Continue Reading

ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდება – სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ სეებ- ში მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება. კერძოდ, საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ჩატარებულიყო ექსპერტიზა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ: გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის და ინვენტარის, ასევე სასამართლოს სრული შენობისა და ინვენტარის 100%-ით გადაწვას, მასზე […]

Continue Reading

“ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში” – მომხმარებლის პოსტი სოციალურ ქსელში

“როგორ არ გრცხვენიათ, ხიჭვი ხომ არ არის ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში. ამით ყველაფერი ნათელია რა ხდება თქვენ ქარხანაში, ადამიანს კბილი ჩამოტყდა . ამის გამო პასუხს აგებთ” – ამის შესახებ სოციალური ქსელის “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებელი ამავე ქსელში, “სურსათის უვნებლობის” ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შესაბამისი ფოტოები აქვს დართული. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

აშშ შიშობს, რომ რუსეთი პოლონეთში შეიარაღებულ „პროვოკაციას“ გეგმავს ნატოს სიმტკიცის შესამოწმებლად – The Telegraph.

პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლოა რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს, ან რუსმა ჯარისკაცებმა საზღვარი გადაკვეთონ და ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა ვარშავა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ამ შეთქმულების შესახებ, განუცხადეს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტო Onet-ს. რუსული პროვოკაციის მიზანი იქნება დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულება, შეაჩერონ უკრაინისთვის დახმარება. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს. პოლონური […]

Continue Reading

ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები ჩადიან, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს – “ქართული ოცნება”

ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადიან ირანელ ხალხთან, ვინც ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, ის ხალხი ჩადის ირანში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილის თქმით, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. „ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ვინც იქ ჩავა, ამერიკის მტერია? მაშინ, ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია დაწერეთ – სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, […]

Continue Reading

ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას – “ნაციონალური მოძრაობა”

ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას და 2012 წლის სამართლიან ნიშნულზე დაბრუნებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, პარტია ასევე მოითხოვს, 33%-ით გაზრდილ დენის ტარიფის შემცირებას და სოფლის პროგრამის რეალურ ამუშავებას. „ქართული ოცნება“ ხალხს მაღალი ფასების შემცირებას დაჰპირდა, თუმცა რეალობა საპირისპიროა, […]

Continue Reading

“საქართველოს ყალბი პრეზიდენტი დიქტატორ ჰამენეის დაკრძალვას დაესწრება” – ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი („რესპუბლიკური პარტიიდან“) ჯო უილსონი აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის დასწრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან”. „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“, – აცხადებს კონგრესმენი. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

3 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, […]

Continue Reading

“მაესტროს” 25% გია გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ უსასყიდლოდ გადასცა

მომღერალი, გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) „ტელეკომპანია მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. შესაბამისი ცვლილება 29 ივნისით თარიღდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა. ამ ცვლილებამდე გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა. ბოლო ცვლილებების შემდეგ, შპს […]

Continue Reading

ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვი კარვიდან გაეპარათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

თბილისში მამაკაცი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თბილისში – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კარტოზიას ქუჩაზე მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. კაცი დაკავებულია.  გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, თქვენც შეწყვიტოთ მსხვერპლად ყოფნა – სააკაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული. საშუალება მისცა FSB-ს დაეყენებინა სახის ამომცნობი კამერები თბილისის ცენტრში, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ლუბიანკაზე ჩვენს პერსონალური მონაცემებს. “ამავე დროს ივანიშვილმა მოსპო არმია, დაგვაკარგვინა ყველა მეგობარი, ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდა რუსეთს და გაგვამზადა რუსეთისთვის ჩასაბარებლად. როგორც კი რუსები შემოვლენ, ისინი დაიჭერენ ყველა პროტესტანტს, რომელთა […]

Continue Reading

ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, […]

Continue Reading

სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს… ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე – ურსულა ფონ დერ ლაიენი

აქ მარტივი გზავნილით ვარ: სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ერევანი რეფორმების კურსს განაგრძობს და ევროპას უახლოვდება. „კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიძლიერე. სომხეთი აგრძელებს რეფორმების კურსს და […]

Continue Reading

ტრამპი ანკარაში 1000 კაციან თანმხლებ პირთან ერთად ჩავა – ნატოს სამიტის დეტალები ვრცელდება

თურქულმა გაზეთმა Hürriyet-მა ანკარაში ნატოს სამიტისთვის მზადების შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. გაზეთის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი 7 ივლისს თურქეთში, დაახლოებით, 1000 კაციან დელეგაციასთან ერთად ჩავა და ასევე საპრეზიდენტო მანქანას და ვერტმფრენს ჩაიყვანს, რომლებიც ანკარაში აიწყობა. სამიტის წინა დღეს, ტრამპი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ცალკე მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე იქნება გამახვილებული, მათ შორის თურქული […]

Continue Reading

ხელის თხოვნა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე – რუსი რუფერები დააკავეს

რუსი რუფერები ნიუ-იორკში, “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” გუმბათის კენწეროზე ავიდნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, აქ ხელის თხოვნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს. ამის შემდეგ, აღნიშნული წყვილი დააკავეს. რუსეთის მოქალაქეებმა ანჯელა ნიკოლაუმ (33 წ,) და ივან ბირკუსმა (32 წ.) ცათამბჯენის გუმბათზე დიდი ბანერიც გაშალეს წარწერით: „როდესაც სიყვარულის ძალა ძალაუფლების სიყვარულს ამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა სუფევს“. ბირკუსი ერთ […]

Continue Reading

5 თვეში 2 ტონაზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შემოვიდა – ვისგან ვყიდულობთ და რა ფასად

2026 წელს 5 თვეში საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანაში იანვარ-მაისის განმავლობაში 886 ათასი დოლარის ღირებულების 2.1 ტონა საფრენი აპარატი შემოვიდა. იმპორტი მცირეა, თუმცა წლიური ზრდა 39.5% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი იმპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელზედაც იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია: აღსანიშნია, რომ 2025 წელს ქვეყანამ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებასამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

2 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ივლისს მოციქულ იუდას, მოწამე ზოსიმეს; ღირს პაისი დიდის ; ღირსი იოანე განდეგილის და ღირს პაისი (ბულგარელის) ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი […]

Continue Reading

“როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას” – ნინო ჩხობაძე მოსალოდნელ სიცხეებზე

„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა დატვირთვასა და ექსტრემალურ სიცხეებს შესაძლოა, ვერ გაუძლოს. „როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს […]

Continue Reading

“დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით” – კობახიძე აშშ-ის საელჩოში

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. „როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, […]

Continue Reading

ისრაელის პრემიერი ერდოღანს აფრთხილებს – “ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას ან უსაფრთხოებას”

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის ლიდერს რეჯებ თაიპ ერდოღანს აფრთხილებს, დამშვიდდეს. მისი თქმით, ოსმალების 400 წლიანი მმართველობა უკვე დასრულებულია და ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა. “ერდოღანი ისრაელის განადგურებისა და იერუსალიმის დაბრუნების სურვილზე საუბრობს. ვფიქრობ, მას დაავიწყდა, რომ ოსმალეთის 400-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს ისრაელის ძლიერი სახელმწიფო არსებობს. ის უნდა დამშვიდდეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს არსებობას […]

Continue Reading

„დროა“ – ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ. აღნიშნული ინფორმაციას პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ, ექიმ მაკა იოსელიანს შეატყობინეს, რომ ელენე ხოშტარია ამ წუთებში გადაჰყავთ “ვივამედში”. მას დღესვე მოინახულებს მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძესთან ერთად,” – აცხადებენ პარტიაში. ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის […]

Continue Reading

შსს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading

ბრიტანეთის პრემიერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომლითაც ხალხს ბედნიერ „პრაიდის თვეს“ ულოცავს. „ძალიან ვამაყობ იმით, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს. არ მგონია, მსოფლიოში სადმე სხვაგან ასე სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. მგონი, არ არსებობს პარლამენტი, რომელიც […]

Continue Reading

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი აღმოჩნდა – მედია

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. ინფორმაციას ტვ პირველს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა, კოტე მალანია უდასტურებს. ცნობილია, რომ მალანიას შვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული “დამირეკა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არ მეგონა, თუ ამ დონემდე მივიდოდა საქმე. ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ დედამისის სოფელში, ლანჩუთში დააკავესო. ალბათ […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს – რა ეღირება ხვალ უცხოური ვალურა

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6431 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.13 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0123 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.33 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

მის სახელ უკავშირდება “თბილისი მარიოტი”, ფუნიკულიორის კომპლექსი, ასევე “ქორთიარდ მარიოტი” და “მოქსი” – ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს: “რატომ მიდიან ზედიზედ სწორედ ის ადამიანები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებდნენ, აკეთებდნენ ჩუმად, უკომპრომისოდ, და მიზანმიმართულად? მადლობა ყველაფრისთვის!” – დაწერა ზურაბიშვილმა. კახა გველესიანის სახელს უკავშირდება სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი, ასევე “ქორთიარდ მარიოტი” და “მოქსი”. 1994 წლიდან ის […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მუდმივად მიმდინარეობს. “დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება […]

Continue Reading

საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლების წესები გამკაცრდა

1-ელი ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში. ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. ამას ცხოველების შეჯვარება გამრავლების მიზნით აკრძალულია წელიწადში ერთზე […]

Continue Reading

საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, შსს-ს პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს – მდინარაძე

ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ – უფრო კონკრეტულად, საუბარია ახლად შექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა, – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მდინარაძემ […]

Continue Reading