ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული. საშუალება მისცა FSB-ს დაეყენებინა სახის ამომცნობი კამერები თბილისის ცენტრში, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ლუბიანკაზე ჩვენს პერსონალური მონაცემებს.
“ამავე დროს ივანიშვილმა მოსპო არმია, დაგვაკარგვინა ყველა მეგობარი, ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდა რუსეთს და გაგვამზადა რუსეთისთვის ჩასაბარებლად. როგორც კი რუსები შემოვლენ, ისინი დაიჭერენ ყველა პროტესტანტს, რომელთა დაჭერასაც ივანიშვილმა ვერ მოასწრო. ჩამოივლიან კარდაკარ, წინასწარ მოპოვებული პერსონალური მონაცემების მიხედვით, დააყენებენ სისხლის გუბეებს. ეს მოხდება ძალიან მალე, თუ სასწრაფოდ ესენი არ მოვიშორეთ.
ბევრი მეკითხება, როგორ უნდა მოვიშოროთ? მაშინ როცა გვაჯარიმებენ, სამსახურებს გვაკარგვინებენ, ქუჩაში გვცემენ, ე.წ. პარლამენტში გვცემენ, პოლიციაში გვაწამებენ, ციხეში ჯანმრთელობას გვინგრევენ და შემდეგ კლინიკაში დიდხანს არ გადავყავართ, რომ გადავყავართ იქაც დაგვცინიან, ციხეში გვსვამენ.
უნდა მივხვდეთ თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ერთი მთლიანი საინფორმაციო ნაკადი, რომელიც შექმნილია შიშის დასანერგად და რომელიც კვებავს და აძლიერებს სასტიკ დიქტატორს.
მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც შეწყვიტოთ მსხვერპლად ყოფნა. ნუ ვახარებთ მათ სადისტურ ნატურას, ნუ ვაჩაგვრინებთ თავს. პირიქით! ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, აბა დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად. აბა დღეს მე რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცევარ დიქტატურას.
ეს ტკივილი შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად მივაყენოთ შესაძლებლობების მიხედვით. მე მიუხედავად მათი მცდელობებისა, მთელი ეს წლები უარს ვამბობდი, რომ გავტყდე. ვაქტიურობ, მაქვს მიმოწერა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებთან, ვაქვეყნებ სტატიებს დასავლეთის პრესაში, სადაც ვამხელ დიქტატურას.
ვიღაც მრავალრიცხოვან ან მცირე პროტესტში მიიღებს მონაწილეობას, ვიღაც კორუფციას გამოიტანს სააშკარაოზე, ვიღაც ოპოზიციას და აქტივისტს დააფინანსებს, ვიღაც კრიტიკულ პოსტს დაწერს და ვიღაც სხვას არ შეეშინდება ამ პოსტის გაზიარება ან დალაიქება, ვიღაც მეზობლებს დაელაპარაკება, ვიღაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე იტყვის უარს.
ყველაფერი ეს არის დიქტატურის ბინძური სხეულისთვის დიდი ან მცირე ჩხვლეტის მიყენება, ათასი ჩხვლეტით ჩვენ მათ წავაქცევთ” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში
