“არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო” – ახალი დეტალები აბაშის ბანკში მამაკაცის შეჭრასთან დაკავშირებით

დღის სიახლეები სამართალი

ტვ პირველის ცნობით, კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა.

ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი ჰქონდა და დამასვენეთო იძახდა. ერთხელ გაისროლა, არავინ დაშავებულა. დიახ [ადგილზევე დააკავეს],” – ამბობს მედიასთან ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი პირი, მედიასთან ამბობს:

“ოჯახური პრობლემები ჰქონია რაღაც და იმის გამო მოხდა, თორემ დაყაჩაღება არ ყოფილა. არა, ფული არ მოუთხოვია. ჯარში მსახურობდა, სენაკში. ახალგაზრდა ბიჭი იყო. ესე გამოდის [უნდოდა, რომ დაეჭირათ]. არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო, ეს სიტუაცია იყო. არა [არაფერია წაღებული].”

ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათი თქმით, ბანკის თანამშრომლები გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *