ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები ჩადიან, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს – “ქართული ოცნება”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადიან ირანელ ხალხთან, ვინც ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, ის ხალხი ჩადის ირანში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჯო უილსონმა სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ვინც იქ ჩავა, ამერიკის მტერია? მაშინ, ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია დაწერეთ – სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებული მტრები არიან. შეგიძლიათ, საქართველოც მიაწეროთ. სულელ ადამიანზე ნუღარ მელაპარაკებით. იქ ვინც ჩავა, ყველა თუ ამერიკის მტერია, ამერიკამ განაცხადოს, რომ რაც ჩამოგითვალეთ, ყველა აშშ-ის მტერია. ჩვენ არავის ველოდებით, ნაბიჯებს ვდგამთ და ამერიკასთან გადატვირთვა მოხდება. არიქა, ხვალ დილით ეს თუ არ იქნება, ასე აგენტურა ფიქრობს, უცხოეთიდან თუ ვინმე არ შეეხმიანა, შეიძლება, გაგიჟდნენ. ჩვენს საქმეს მიზანმიმართულად ვაკეთებთ. ყველაფერი იმ დროს მოხდება, როცა შესაძლებელია იქნება.

ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ვინც შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ირანში ის ხალხი ჩადის. ეს აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც არ დავიხევთ უკან. ამის შესახებ აშშ-მა იცოდა და ის ნაბიჯები მას შემდეგ გადმოიდგა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნამყოფი იყო სამძიმარზე სხვა შემთხვევაში. აქ რომ საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, ასე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას გეგმავენ აშშ-ში. იქ უფრო ცოტა სერიოზული ხალხია, ვიდრე ესენი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *