მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდა

დღის სიახლეები პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდა – კადრებში, რომელიც პირდაპირი ტრანლირებით გადაიცემა, ჩანს, რომ თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში მისულმა ყაველაშვილმა ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს ხელი ჩამოართა და სამძიმარი გამოუცხადა. 

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ ყაველაშვის თან ახლავს მრჩველი საგარეო საკითხებში ლუკა ეხვაია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

სამძიმარს სტუმრებისგან მასუდ ფეზეშჩიანი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ასევე  უზენაესი მოსამართლე  იბარებენ. 

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პირველად საჯაროდ, დღეს ჰამენეის კუბოსთან გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, ის ჩანდა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ კადრებში.

ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა. ოფიციალური პირების განცხადებით, ღონისძიებებში „მილიონობით ადამიანის“ მონაწილეობას მოელიან.

არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *