ამერიკელი კონგრესმენი („რესპუბლიკური პარტიიდან“) ჯო უილსონი აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე მიხეილ ყაველაშვილის დასწრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან”.
„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“, – აცხადებს კონგრესმენი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
