“მაესტროს” 25% გია გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ უსასყიდლოდ გადასცა

დღის სიახლეები საზოგადოება

მომღერალი, გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) „ტელეკომპანია მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. შესაბამისი ცვლილება 29 ივნისით თარიღდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა. ამ ცვლილებამდე გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.

ბოლო ცვლილებების შემდეგ, შპს „სტუდია მაესტროს“ წილები პარტნიორებს შორის ასე ნაწილდება:

გიორგი გაჩეჩილაძე – 80%;
მამუკა ღლონტი – 15%;
ეკატერინე აკობია – 5%.
კომპანიის დირექტორის პოზიციას კვლავ ზურაბ ნაყეური იკავებს.

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია “პრაიმ მედია გლობალზე” გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა. 2026 წლის 24 თებერვალს კი დიდმა ბრიტანეთმა იმედი და პოსTV დაასანქცირა.

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *