ფატიმა ქერიმოვას მკვლელი თურქეთში დააკავეს – მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები

დღის სიახლეები სამართალი

აღჯაბედის რაიონის მცხოვრები ემინ ალიევი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანელი ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს.

Oxu.Az-ის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ ე. ალიევზე ძებნა გამოაცხადა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში ფატიმა შეყვარებულთან, ქენან ალიევთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში გაიქცა. თუმცა, წყვილის ურთიერთობა მალევე გაუარესდა. ქენანმა მას პასპორტი დაუხია და აზერბაიჯანში დაბრუნდა, რის შედეგადაც ფატიმა უცხო ქვეყანაში დოკუმენტებისა და არსებობის საშუალებების გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩენის შემდეგ – პასპორტის, ფულის, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე – ფატიმამ დახმარებისთვის ბიძაშვილს მიმართა. 3 ივნისს, აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი (დაბადებული 2001 წელს) ჩამოვიდა თბილისში და ბინა იქირავა იმავე მისამართზე, სადაც მოგვიანებით ტრაგედია მოხდა.

2026 წლის 26 ივნისს, ნაქირავებ ბინაში ფატიმასა და ემინს შორის კონფლიქტი დაიწყო. კამათის დროს ემინმა ის დაახრჩო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელი საქართველოდან თურქეთში გაიქცა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *