ავტოავარია ზესტაფონში – დაშავდა 6 ადამიანი

ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი. თვითმხილველების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. “ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

სროლა ბათუმში – ერთი ადამიანი კლინიკაში გადაჰყავთ

ბათუმში ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ. ფიროსმანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა” – ადვოკატი ვახო სანაიაზე

სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო დაკავებული ჟურნალისტი, ვახო სანაია ადვოკატმა მცხეთის დროებით მოთავსების იზოლატორში მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ჟურნალისტი თავს კარგად გრძნობს და ელოდება როდის გავა 14 დღე, რათა თავის საქმიანობას დაუბრუნდეს. ვნახე ვახო, კარგად არის, თავს კარგად გრძნობს, მხნედ არის, შემართებით და ელოდება როდის გავა 14 დღე, რომ […]

Continue Reading

მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა – ინფორმაციას  Aktual.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.   Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე – სტაბილური. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

სულ ერთია, რამდენ ხნიანი იქნება პატიმრობა ახლა თუ მომავალში, ან რამდენ ჯარიმას დამიწერენ – ვახო სანაია 14 დღიან სასჯელზე

14 დღიანი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფორმულასთან” საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სასჯელი მისთვის არაფერს ნიშნავს. “ეს არ არის მხოლოდ ჩემ შესახებ გადაწყვეტილება, ეს ეხება საზოგადოების ყველა წევრს. ეს არის გზავნილი ყველასადმი, რომ გაჩუმდით. ეს საზოგადოება არ გაჩუმდება. უსხედან ჩემს “ფეისბუკს”, ჯერ სქროლავენ, მერე სქრინავენ. ამას აკეთებენ დიდი ხანია. ამ სამმართველოს […]

Continue Reading

ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმე ვახო სანაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს ეხებოდა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს შეეხებოდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ქორწილის ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი ჭიღლაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა – რა გადაწყვეტილება მიიღეს სხდომაზე?

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა.  18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა – ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა […]

Continue Reading

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარედგინა

თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო. ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 […]

Continue Reading

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო – ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორი ვარ – პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აქციის ორგანიზების ნაწილში ჩართული არ ყოფილა. “4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი. პაატა მანჯგალაძე ორგანიზების […]

Continue Reading

თელავის სასტუმროს ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ გააფრთხილეს – ადვოკატი

თე­ლა­ვის სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის ად­ვო­კა­ტის, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი გუ­შინ გა­მო­ი­კი­თხნენ და ქვეყ­ნიდან გაუსვლელობის შესახებ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამის შე­სა­ხებ აფ­ცი­ა­ურ­მა სააგენტო „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. აფ­ცი­ა­უ­რის გან­მარ­ტებით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ქალი ქორ­წი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავს. კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა, […]

Continue Reading

სარფში დააკავეს კაცი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მამას მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ დააკავეს, როდესაც, გამოძიების ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას […]

Continue Reading

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ. თანაგუნდელების ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიებას ესწრებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჩვენი წყაროები გვიყვებიან, დაპირისპირება რამდენიმე წუთში ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ბათუმის მერიის წინ გაგრძელდა. კონფლიქტში ჩართულ პირებს გარშემომყოფები აშველებდნენ. თავდასხმის ფაქტი „აჭარა თაიმსს“ ზაურ […]

Continue Reading

დაკავებულია პირი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამდენიმეჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ყვარლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მისი […]

Continue Reading

ვინ მართავდა ავტომანქანას – გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრის განცხადებით, ტრაგედიის დროს ავტომობილს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი მართავდა, თუმცა დანაშაული საკუთარ თავზე მამამ აიღო. ოჯახის ინფორმაციით, რეზო ელიზბარაშვილი შემთხვევის დღეს მეუღლის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა რომ არის, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომლის ბიძა მართავდა […]

Continue Reading

მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი ორჯერ გადაიტანა – რას წერს სააკაშვილი, რას პასუხობს ბრალდებას პენიტენციური და “ვივამედი”?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საზმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში”: “ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის […]

Continue Reading

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში შვილმა მამა მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.  შემთხვევა რუსთაველის მოხდა.  ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

Continue Reading

ვაკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. “კომპანია “გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა. ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, “პირველებს” ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს. საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა […]

Continue Reading

,,ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე”- პროკურორი

35 წლის მძღოლს, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც გორში დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრიობა შეეფარდა. ,,ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე”- განუცხადა ,,ქართლის ამბებს” პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა. მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გორის ცენტრში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდებული მართვის მოწმობით სარგებლობდა და არ ჰქონდა ჩამორთმეული. მართვის მოწმობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები […]

Continue Reading

“უვადო ეკუთვნის და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, გამორიცხულია” – გორში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.  დაღუპულების ოჯახი ითხოვს, დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კაცმა დედა-შვილს ავტომობლი დააჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულებისთვის დახმარება არ გაუწევია.  ამასთან, დღეს, […]

Continue Reading

ავარიას 19 წლის გოგონა შეეწირა! – ვინ არის დაღუპული, რომელიც დაბადების დღიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა?

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ. მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამინი იჯდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]

Continue Reading

დაკავებულია 121 ადამიანი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – შსს

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მისივე განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ […]

Continue Reading

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 16 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე […]

Continue Reading

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების […]

Continue Reading

შეწყალებასთან დაკავშირებით დავსხდებით, როცა დრო მოვა, გავივლით კის, არას, პლუსს, მინუსს, ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით გავაკეთებთ განცხადებას – ღარიბაშვილის ადვოკატი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის თქმით, “როცა დრო მოვა” ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველაფერს აწონ-დაწონიან და ამის შემდეგ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს. ამის შესახებ უფლებადამცველმა “პირველებთან” განაცხადა. მისი განმარტებით, შეწყალებაზე გადაწყვეტილება “გონივრული იქნება მაშინ, როცა იქნება იურიდიულად დამდგარი შესაბამისი შედეგები და მომენტი”. ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილი […]

Continue Reading

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. მომხდარის […]

Continue Reading

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს […]

Continue Reading

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი “მთავარი ამბები კახეთიდან” აბრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა. 17 […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

Continue Reading

მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან კვლავ გააძევა, თავად განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა. ამის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის მისამართით გინება გახდა. „ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით”,- განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც, მან მდინარაძის და კობახიძის მისამართით შეიგინა და ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. რა […]

Continue Reading

ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი უკვე პოლიციელი ჩაერია. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში მყოფ ბავშვებს ხმაურის გამო დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათივე ცნობით, ოჯახის წევრების განმარტებით, მოზარდს სხეულზე მრავლობითი დაზიანება […]

Continue Reading

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ყველაფერი პოლიციის შესახებ”. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ახალგაზრდა კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს! – სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცხედარი?

ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.  გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა.  რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

პოლონეთში 26 წლის ქართველი კაცი სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან მაისში ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში არაერთი ქურდობა ჩაიდინა და ეს საქმიანობა მუდმივ შემოსავლის წყაროდ აქცია. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ მეზობელ რაიონში დააკავეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, […]

Continue Reading

2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია – პროკურატურა

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან […]

Continue Reading

მოტოციკლი რესტორანში შევარდა! – დაღუპულია ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის ძმა

ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მარნეულის მერის ყოფილი მოადგილის, ზურა ფანგანის ძმა, ლაშა ფანგანია. შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლით გადაადგილებისას ლაშა ფანგანი რესტორანში შევარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყარო: რე­გი­ონ News გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 54 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის […]

Continue Reading

სასამართლომ ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას – “ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს” ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მისი გადაწყვეტილებით ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი […]

Continue Reading

ქერიმოვას საქმეზე აზერბაიჯანის პროკურატურა საქართველოს მიმართავს – მედია

საქართველოს პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქის ფატიმა ქერიმოვას განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება ინტენსიური კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ ამჟამად დანაშაულში ეჭვმიტანილის, გარდაცვლილის ნათესავის წინააღმდეგ საჭირო საპროცესო ზომები მიიღება. მიმდინარეობს მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის ღონისძიებები. „ინციდენტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე […]

Continue Reading

უფლებადამცველები ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ – საუბარია თბილისში, ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა კაცმა ნათესავი ქალი სასტიკად სცემა და ბალიშით გაგუდა.  ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვინაიდან მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, საქმეც ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.  რადგან თურქეთში დაკავებული კაცი, ეროვნებით აზერბაიჯანელია, შესაძლოა, მისი ექსტრადირება […]

Continue Reading

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. როგორც უწყება განმარტავს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე […]

Continue Reading

ფატიმა ქერიმოვას მკვლელი თურქეთში დააკავეს – მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები

აღჯაბედის რაიონის მცხოვრები ემინ ალიევი, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანელი ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაშია ბრალდებული, დააკავეს. Oxu.Az-ის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ ე. ალიევზე ძებნა გამოაცხადა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს მისი საქართველოში ექსტრადირების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში ფატიმა შეყვარებულთან, ქენან ალიევთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში გაიქცა. თუმცა, წყვილის […]

Continue Reading

პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას. ეს ბრალი 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდა 16 წლის ბრალდებულიც. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟია. პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე […]

Continue Reading

შსს-მ 50 უცხოელი არალეგალი დააკავა

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს. მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია […]

Continue Reading

“არც ფული მინდა, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ მილიციას დაუძახეთო” – ახალი დეტალები აბაშის ბანკში მამაკაცის შეჭრასთან დაკავშირებით

ტვ პირველის ცნობით, კაცი, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ბანკში შევარდა პიროვნება, დაყაჩაღების მიზნით არა, როგორც ვიცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან, სანადირო იარაღიდან ერთხელ გაისროლა და მოითხოვა 112-ში დარეკეთო. უბრალოდ მოთხოვნა ჰქონდა, რომ 112-ში დაერეკათ და იძახდა დამასვენეთო. [ძარცვის] მცდელობა არ ჰქონია. ჯარის ფორმა ეცვა, როგორც ვიცი. შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური […]

Continue Reading

კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა აბაშაში საქართველოს ბანკში

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი […]

Continue Reading

ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზა ვერ ჩატარდება – სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ სეებ- ში მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება. კერძოდ, საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის ადვოკატების მოთხოვნას, ჩატარებულიყო ექსპერტიზა შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ: გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის და ინვენტარის, ასევე სასამართლოს სრული შენობისა და ინვენტარის 100%-ით გადაწვას, მასზე […]

Continue Reading

შსს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე […]

Continue Reading