ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან

დღის სიახლეები სამართალი

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან , – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს დღემდე, კონკრეტულ პირებს კი ამ რეიტინგის განულება სურთ მისთვის.

„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი.

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ისევ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და პაემანს გიუქმებენ, ეს მისი უფლებების დარღვევაა.

გადაამოწმოს სახალხო დამცველმა, სიმართლეს ვამბობთ თუ არა ჩვენ“, – აცხადებს ადვოკატი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *