“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა.
ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს.
დავითაძეების მონაყოლის მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებულია ფაქტის ამსახველი კადრები, გამოიკითხვენ ბადრაგები, თუმცა ციხის თანამშრომლები არავის დაუკავებია.
არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. თავად პოატიმარი ადვოკატს ეუბნება, რომ ციხეში ის ფიზიკური ზალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
დავითაძეები ასახელებენ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ამტკიცებენ, რომ სწორედ მისი დავალებით ხდება გიორგი დავითაძეზე ჯგუფური ანგარიშსწორება.
საუბარია, შალვა ფერაძეზე, რომელსაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.
გიორგი დავითაძის დედა “პირველებთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ციხის ბადრაგების მხრიდან სხვა პატიმრების ცემასაც ჰქონდა ადგილი.
დავითაძის ადვოკატი, ირმა ჯანუაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმარი ციხეში როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოფიური წნეხის ქვეშ იმყოფება.
მისი თქმით, მსჯავრდებულმა გამოძიებას დეტალყრი ინფორმაცია მიაწოდა დეკემბერში მომხდარ ფაქტზ, თუმცა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა:
“დეკემბრის თვიდან იწყება გიორგი დავითაძის მიმართ სისტემატიური, პერმანენტული ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. სამი კვადრატული მეტრის ოთახში ხდება ცხრა ადამიანის მხრიდან ძალადობა, რაზეც დეტალურად გვაქვს ჩვენებები მიცემული, დეტალურად გვაქვს აღწერილი. კამერები ამოღებული არის მისი კამერიდან, როდესაც იგი გაყავთ კამერიდან. სრულიად უწყინარი სიტუაციაა – გეგმიური ჩხრეკის თუ გეგმიური შემოწმების დროს, როდესაც აბსოლიტურად წყნარი, მშვიდი სიტუაციაა. პატიმარი გამოდის კამერიდან, აცდის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ბადრაგს. შედის, შემდგომ ისინი რაღაცას საუბრობენ გარეთ. იღება კარები შედიან და მერე უკვე ჩაყავთ. საბადრაგო სისტემა იქნება თუ აგიტაციის ხელმძღვანელობა, რომელიც უნდა იცავდეს, გიორგი დავითაძის ძალადობისგან. ზუსტად გიორგი დავითაძის შემთხვევაში, ის გვევლინება მოძალადე”- ამბობს იურისტი.
ტვ პირველი
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
