დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება.
როგორც გიორგი ლილუაშვილმა “TV პირველს” განუცხადა, გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო. გიორგი ლილუაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლაზარე ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს, ანუ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დედიდაშვილია. ანუ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმკვლელობების საკითხი.
ღარიბაშვილი არც მკვლელობას დასწრებია, არც ის მტკიცებულებები აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ეს არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის მისი მოსაზრება, რომ კობახიძე-მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ კობახიძე-მდინარაძე, ერთიც და მეორეც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან. ხაზს ვუსვამ, კობახიძესაც ამხელდა, როდესაც კობახიძე “სოროსის ფონდის” წარმომადგენელი იყო და იქიდან იმ პროექტებს აფინანსებდა, რასაც ქართველი ხალხი ანტიეროვნულს ეძახდა”, – ამბობს გიორგი ლილუაშვილი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
