თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

დღის სიახლეები სამართალი

“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“ – ამის შესახებ წერია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *