სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა

დღის სიახლეები სამართალი

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში – მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა. 

დაპირისპირება კი დაჭრით დასრულდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. 

“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.

ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც  ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.

სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *