ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს

დღის სიახლეები სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა.

ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა მის ბოლო წერილთან დაკავშირებით.

როგორც თამაზაშვილმა განმარტა, როდესაც ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიგო და კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა ეს ყველაფერი და კითხვებიც საჯაროდ დასვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა.

რაც განცხადებაში იყო აღწერილი და მითითებული, ირაკლის რატომაც გაუჩნდა ეს კითხვა [ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით], რაც საჯაროდ გამოიტანა, განცხადებაშიც ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული. წყაროზე მას არ უსაუბრია. ირაკლიმ თქვა, რომ როდესაც მას ივლისში მიუვიდა წერილი, სადაც პირველ პუნქტად იყო აღნიშნული დიტო ჩუბინიძე, აინტერესებდა, რატომ იყო მაინც და მაინც დიტო ჩუბინიძე, როდესაც იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მასზე დადებითად საუბრობდნენ. როდესაც ამ წერილის შემდგომ დააკავშირა და გაიხსენა ფაქტები, რომ 12 თებერვალს შეუგზავნეს სტატია და იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ის ხომ არ იდგა ამ სტატიის უკან. ეს ინფორმაცია დააკავშირა და, შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო სტატიის რესპონდენტის გარდაცვალების შესახებ და ამიტომ, სხვა დეტალებიც საჯაროდ გამოიტანა და ასევე საჯაროდ დასვა კითხვა. მანამდეც, არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის [ლაზარე ჯორბენაძის] გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, უნდა დაკითხოს თუ არა გამოძიებამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა და ამ დეტალებში თავად ვერ შევა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *