26 მაისის შეკრებაზე მარკო რუბიოსთან რუსთაველის გამზირიდან ერევანში საუბარი იგეგმება

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს. „დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო […]

Continue Reading

პრემიერი – სიღარიბე 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – 2020 წლის შემდეგ სიღარიბე სამჯერ შემცირდა

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა. კობახიძე მიიჩნევს, რომ მაღალი […]

Continue Reading

დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია – “ლელო” შსს-ს მიმართავს

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას: დაუყოვნებლივ გადახედონ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დღეს აშკარად მოშლილია; გამოაქვეყნონ ნარკოტიკით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევათა სრული და რეალური სტატისტიკა; მიიღონ ქმედითი და სისტემური გადაწყვეტილებები, რათა ქვეყანაში ნარკოპანდემიის ახალი ტალღა შეჩერდეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე მესამე […]

Continue Reading