ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმენაირად ფეხი მოიჭიროს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არ იყო წამოცდენები, რაც გიორგი ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას ჰქონდათ. მისი თქმით, გვარამია იმეორებს იმას, რაც მანამდე თქვა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არის კამპანიის ნაწილი და ნიკა გვარამიამ აღწერა კიდევაც, რა არის ამ კამპანიის მიზანი.

„მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის, თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმა არის აფხაზეთი. სომხეთმა ჩამოიცილა ყარაბაღი და ამით ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა დავივიწყოთ ტრავმები, ჩამოვიცილოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. ეს არის კამპანია, რომელზეც ჩანს, რომ პირდაპირ უცხოეთიდან არის ორკესტრირებული. იმას, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისათვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური, ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ მისი სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო, მისი შეფასებით, ყარაბაღის როგორც ტრავმის დავიწყებამ და ჩამოცილებამ, ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროპაგანდის გასაგონად, ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ – არანაირ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმე ნაირად ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობას“- აცხადებს პაპუაშვილი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *