პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები – რას მალავს კულტურის სამინისტრო? -TI-ის განცხადება

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები – განცხადებას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, უწყება ხარჯების დეტალებსა და კონტრაქტებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონები გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებით ვიგებთ, რომ მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა დეტალები სრულად გასაიდუმლოებულია.

უწყება არღვევს კანონს, უპასუხოდ ტოვებს ჟურნალისტების მოთხოვნებს და არ ასაჯაროებს, თუ რომელმა კომპანიებმა მიიღეს ეს თანხა.

ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს ყოფილი კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ფაქტორი. მინისტრობამდე ის მრჩევლად მუშაობდა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიაში (შპს „თიხარტი“), რომელსაც 3.8 მილიონი ლარის სახელმწიფო კონტრაქტები კონკურენციის გარეშე აქვს მიღებული.

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ გადაუხადა სამინისტრომ ფული ყოფილ მინისტრთან დაკავშირებულ კომპანიას? სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება და კონკურენციას არ ითხოვს, რაც კორუფციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

საზოგადოებაში არსებული ეჭვების ფონზე სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დადებული ხელშეკრულება, – ნათქვამია დასკვნაში.

ტვ პირველი

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *