მმართველ გუნდს კადრები გამოელია, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეკა გელაძის წასვლას და სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურის წარდგენას.
როგორც ზურაბიშვილი წერს, კადრების “გამოლევა“ აღარ და ვეღარ იმალება.
“ანუ პოლიტიკურმა , პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და “პირველად 30 წლის მანძილზეო” სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერ-გამოვლილ ადამიანსო … ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე ?!!! რეალურად მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება …
თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი “გენერალი” და მისი კლანი ?,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
