,, დაყრუებულ ქართველებს მივმართავ! საქართველოს ყიდის ეს უბადრუკი ხელისუფლება!” – დემურ გიორხელიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

,,პროვინციალიზმი თავის უკიდურესად მაღალი გამოვლინებით: ეს გუშინ ვნახეთ, – “ტრამპ-ტაუერის” პროექტის
პრეზენტაციისას. ამერიკელ ბიზნესმენებს საკუთარი მიზანი აქვთ, – ეს მათი საქმეა.

მე ამ ქაჯი ვაი-ხელისუფლების და ქაჯი ბიზნესმენების გამკვირვებია, – საქართველოს, მისი საოცარი კულტურისა
და ხალხის შესახებ წარმოდგენაც რომ არ შერჩენიათ!

აი, პარალელიც:
ამ უბადრუკი ხელისუფლების და ქართველი ვაი-ბიზნესმენების მხარდაჭერილი მეორე პროექტი:
მეტი ღიად და წესიერად, დაუფარავად როგორ თქვას ამ არაბმა?!

დაყრუებულ ქართველებს მივმართავ!
საქართველოს ყიდის ეს უბადრუკი ხელისუფლება, რადგან ეს მის ქვეყნად არ მიაჩნია! ფულმა კი
ამ საცოდავ ფულიან და მაძღარ ბიზნესმენებს გონება დაუხშო!

საქართველო განვითარდება, ხომ?!
ცხადია, ამ საოცარ ქვეყანას თავისი თავისთვის გონიერი ხალხი განავითარებს კიდეც, ოღონდ, ეს ქვეყანა
ქართველების არ იქნება! რაიმეა გაუგებარი?!

თუ ერთი თხა და იდეოლოგიით მოწამლული “პროფესორი”, რომელსაც ხელისუფლება ტელეეთერს
არ აკლებს, გაიძახის” ერი მარადიული რატომ არისო”…
ცხადია, როცა ერში ერთ დროს მთავარ უნივერსიტეტში ასეთი “პროფესორები” გაჩნდება, – იმ ქვეყნის მომავალს
პერსპექტივა არა აქვს.

p.s.
ყურადღებით მოეკიდეთ ქართველთა დიდი გაერთიანების განცხადებებს, სანამ ტრაგედია გაფორმებულა! დიდი დრო არ დარჩა, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება!“

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *