პუტინის სუპერიახტა დანიის სანაპიროსთან შენიშნეს – მედია

სამი რუსული გემისგან შემდგარი „უჩვეულო კოლონა“, მათ შორის სუპერიახტა Graceful, რომელიც საერთაშორისო მედიის ცნობით, პუტინის პირად იახტას წარმოადგენს, დანიის სანაპიროსთან შენიშნეს. ამის შესახებ დანიური გამოცემა DR Verifier იტყობინება. სუპერიახტას რუსული გამანადგურებელი და საპატრულო კატერი ახლავს. იახტის ტრანსპონდერი 2022 წლის 30 აგვისტოდან გამორთულია. კვირა დილიდან, როგორც ამბობენ, დანიის საზღვაო ძალები და გერმანიის სანაპირო დაცვა მონაცვლეობით აკვირდებიან […]

Continue Reading

მოვითხოვთ, პარლამენტში მომხდარ დანაშაულზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას – “გახარია საქართველოსთვის”

ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასა და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ “ოცნებას“ აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც კიდევ ერთხელ შეაფასა 26 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენები. ბერდია სიჭინავამ პარტიის სახელით […]

Continue Reading

3 ათასი ლარი წყევლისთვის – “წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად” – განაცხადა დაჯარიმებულმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.  „მე დავწერე პოსტი ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, – განაცხადა თამარ გიორგაძემ. აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი 11 ივნისს facebook-ის პირად დაწყევლა.  ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს […]

Continue Reading

პატრიარქის საჩუქარი – როგორ გამოიყურება შიო მესამის მიერ აბიტურიენტებისთვის ნაჩუქარი ჯვარი

ეს ის ჯვარია, რომლითაც 28 ივნისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისული აბიტურიენტები დაასაჩუქრა. “პატრიარქმა დალოცა და ულამაზესი ჯვარით დაასაჩუქრა აბიტურიენტები” – ნათქვამია პოსტში, რომელიც ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა ფეისბუკ გვერდზე “პატრიარქი შიო III • ქადაგებები”. როგორც ცნობილია, გუშინ პატრიარქმა წირვის დასასრულს, აბიტურიენტები დალოცა და ლოცვა-კურთხევის სახით, საჩუქრად, ჯვრები […]

Continue Reading

შესაძლოა, ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს – იცით, რომ რამდენიმე კვირაზე მეტის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია – ექსპერტი

გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტის მამუკა გვილავას პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით გრილი ამინდებია, მომავალ პერიოდში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ იმატოს და ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს. „ზაფხული ცხელი თუ არა თბილი გვექნება. მე არც მახსენდება სხვანაირი ზაფხული საქართველოში, მაგრამ, კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება. […]

Continue Reading

საწვავი იაფდება – რამდენი თეთრით დაიკლო ფასმა

მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, ივნისში საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, ივნისის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში: Gulf-ის ქსელში ბოლოს […]

Continue Reading

“ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის – ხომ არ გადავჯიშდით, არა?” – დეპუტატი შარმანაშვილი კოლეგის ცემის ფაქტზე

ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს – როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია – ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის – ხომ არ გადავჯიშდით, არა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე […]

Continue Reading

“ეს იყო ჯგუფური თავდასხმა” – დეპუტატ ფარულავას პირველი კომენტარი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ

ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, – ასეთ შეფასებას აკეთებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ოპოზიციის წევრმა, რომელსაც “ოცნების” წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკურად გაუსწორდნენ, “ტვ პირველთან” ისაუბრა.  ფარულავას თქმით, ფაქტმა ცხადყო, რომ “ოცნებას” კრიტიკული აზრის მიმღებლობა არ აქვს და მხოლოდ ძალადობაზეა ორიენტირებული.  ფაქტია, საზოგადოებამ ნახა, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა, რისთვისაც, […]

Continue Reading

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი – დეკლარაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ანაბარი 2025 წლის განმავლობაში ლარში 400 000-მდე, დოლარში კი 343 000-მდე გაიზარდა. მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც მას წლის ბოლოსთვის მცირედი დანაზოგი 3 346 გირვანქა სტერლინგშიც ჰქონდა შენახული. ანაბარი მაღალჩინოსანს „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი. აღსანიშნია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მარიამ ქვრივიშვილს ჰქონდა 114 900 ლარის, 309 000 დოლარის […]

Continue Reading

ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – „სამართლიანი არჩევნები“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი […]

Continue Reading