მიხეილ სააკაშვილი – ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! – მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც პარტიების აკრძალვით გაიხსნება და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ მას

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე „რას გვიშვება ბიძინა” გოდების დრო არ არის.

მისი თქმით, რეალური ბრძოლა დიდ სახალხო მოძრაობაზე გადის, არა პარტიულ ნომრებზე, შესაბამისად, მთლიანად პოლიტიკოსებზე და ხალხზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობას, რომელიც პარტიების მოსალოდნელი აკრძალვით იხსნება.

„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.

რა თქმა უნდა პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ ჩემი აზრით უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე “ რას გვიშვება ბიძინა”. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი – ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!

ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება. და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ მას”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

გამოიწერეთ “პრესექსპრესიღ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *