დაბადების დღის წვეულება ტრაგედიით დასრულდა – გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

გერმანიაში, კერძოდ მიუნხენთან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის ქართველი ბიჭი, ბესო მამულაშვილი ტბაში დაიხრჩო. ბიჭი დედასთან და ძმასთან ერთად რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ახლახანს იყო ჩამოსული და ისევ გერმანიაში დაბრუნდა. დღეს ახალგაზრდას დაბადების დღე აქვს, ბესოს 24 წელი შეუსრულდებოდა. მომხდარზე მისი დედის მეგობარი მანანა ვეფხოშვილი “კვირის პალიტრას” მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. “საღამოს 6 საათზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით […]

Continue Reading

28 ივნისის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივნისს წინასწარმეტყველ ამოსის, მოწამეთა: ვიტეს, მოდესტოსისა და კრისკენტიას, მოწამე დულე კილიკიელის, ღირსი დულე ეგვიპტელის; ღირსი იერონიმე სტრიდონელის, წმიდა ლაზარეს, წმიდა ეფრემის და ნეტარისა ავგუსტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა […]

Continue Reading

“ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია” – სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია“. ბელგრადში პრეზიდენტისა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე – „სერბეთი, ერთი ოჯახი“ ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა: ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის რანგში ამდენ ადამიანს ვესაუბრები. 14 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ყველა თანამდებობაზე. გითხრეს, რომ არასდროს დავტოვებდი ჩემს […]

Continue Reading

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა, _ ინფორმაცია და ფოტო “გურია ნიუსს” ადგილიდან მოაწოდეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

Continue Reading

ეს არის ჯგუფური ძალადობა და სისხლის სამართლის დანაშაული – ბესელია პარლამენტში მომხდარზე

“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ გუშინ, რაც პარლამენტში მოხდა და რაც საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ბესელია ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარის შემდეგ, დეპუტატები, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდნენ, აიღებდნენ პასუხისმგებლობას და მომხდარზე გამოძიება დაიწყებოდა. და ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ და […]

Continue Reading

“ლეიბორისტულმა პარტიამ” თავმჯდომარედ ისევ შალვა ნათელაშვილი აირჩია

ლეიბორისტულ პარტიაში ყრილობა გაიმართა, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ყრილობაზე პარტიის წევრებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიური ჩართულობა. ორიგინალურ ფორმატში ვატარებთ ყრილობას, ფეხზე დგომით და ფეხზე ვიდგებით მანამ, სანამ აი, ამ რეჟიმს არ […]

Continue Reading

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა იგორ ბეკურაშვილი. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. გუშინ კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, 30 წლის გიორგი დამენიას დაღუპვის შესახებ. ის სენაკიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მომდევნო დღეებში ორივე ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გაიმართება.

Continue Reading

გიორგი გახარია – დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ პარლამენტში შევედით იმისთვის, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების წინაშე მარტო არ დაგვეტოვებინა, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული აზრის დასაფიქსირებლად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა. ჩვენ ამ მისიის გზიდან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით […]

Continue Reading