პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის გამო, 30 ოქტომბერს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი მის მიერ პრეზიდენტის მეუღლეს თამარ ბაგრატიონს.
„აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო… ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას.
არც ვიცი, რა ვთქვა“- წერს ირინა სარიშვილი.



