ახალი ხმაურიანი ბრალდებები ოცნების კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ — მინისტრის კაბინეტში მომხდარ უხერხულ ისტორიას ფრიდონ სულაბერიძის შვილი ყვება.
მისი ინფორმაციით, კაბინეტში მინისტრთან შესახვედრად ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი და მისი ვაჟი იმყოფებოდნენ.
სულაბერიძის ვაჟი ყვება, რომ თიკა რუხაძე მის ძმასა და ფრიდონ სულაბერიძეს უყვიროდა, გამოიძახა დაცვაც, რის შემდეგაც სულაბერიძეებმა ამ შეურაცხყოფის ფონზე კაბინეტი დატოვეს.
სულაბერიძის თქმით, რუხაძის ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ქორეოგრაფის წარდგენას მოჰყვა, რომელიც სუხუშვილების ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე და ცნობილი პიროვნებაა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, ია მაქაცარიაც ესწრებოდა, რომელსაც ყოფილი მინისტრის მეგობრად მოიხსენიებს.
წყარო: “ფორმულანიუსი”



