ქვეყნების ათეული, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

დღის სიახლეები ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან და საუდის არაბეთიდან.

ქვეყნები, საიდანაც ქართულმა ტურიზმმა იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:

  • ევროკავშირი [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] – 665.3 მლნ დოლარი; ზრდა 29%;
  • რუსეთი – 641.3 მლნ დოლარი; ზრდა 14.5%;
  • ისრაელი – 457.6 მლნ დოლარი; ზრდა 6.4%;
  • თურქეთი – 428.2 მლნ დოლარი; კლება -5.7%;
  • აზერბაიჯანი – 186.4 მლნ დოლარი; ზრდა 10%;
  • უკრაინა – 167.4 მლნ დოლარი; ზრდა 46%;
  • სომხეთი – 135.1 მლნ დოლარი; ზრდა 6%;
  • ბელარუსი – 84 მლნ დოლარი; ზრდა 15.5%;
  • საუდის არაბეთი – 82.9 მლნ დოლარი; კლება -33.5%;
  • ირანი – 53.7 მლნ დოლარი; კლება -46%;

უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *