“გუშინ მანგლისიდან გავიდა და არ დაბრუნებულა” – ოჯახი დაკარგულ ქალს ეძებს

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. “სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია იცის და­მი­რე­კეთ გთხოვთ. 597-17-77-58 გა­მივ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან გთხოვთ” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ცნობილია უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6229, ევრო – 3.0260, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5315 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6239, ევრო – 3.0219, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5284 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 6 აგვისტოს […]

Continue Reading

„ამაზე ფიქრიც არ მინდა – არ უნდა დავუშვათ, თევზის ეს ნაკადი სომხეთიდან საქართველოსკენ წამოვიდეს“

„ასეთი პროდუქციის შემოდინება ცუდად აისახება აკვაკულტურის დარგზე“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯის” ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე, სომხეთიდან საქართველოში თევზის ექსპორტის შესაძლო დაწყების საკითხს. როგორც სოფო დიასამიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, სომხეთიდან თევზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ აკვაკულტურას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ისედაც 97%-ით იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, იმ სახეობების წარმოება, რაც სომხეთშია განვითარებული, […]

Continue Reading

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ – საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული. „რეფორმა ჩვენ […]

Continue Reading

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა. მის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევის გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. “ნაციონალური მოძრაობის” რიგით XIII ყრილობაზე შეკრებილებმა მოისმინეს პარტიის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ხმოვანი შეტყობინება.  დელეგატებს გააცნეს პატიმრობაში მყოფი ლიდერების, ირაკლი ნადირაძისა და ლევან ხაბეიშვილის მიმართვა.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს

მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ჰიდროციკლით ზღვაში მყოფ დამსვენებლებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ჩანს სამართალდარღვევის ფაქტი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. უწყების ცნობით, მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა […]

Continue Reading

“მოვუწოდებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძახეთ თურქეთის ელჩი საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარის, შლავა ნათელაშვილის მტკიცებით, თურქეთის ქალაქ ანკარაში პარტიები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთდან და სოხუმთან ირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყების საკითხს განიხილავენ. ამასთან, პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ განიხილება მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და პასპორტების აღიარების საკითხიც. შალვა ნათელაშვილი მაკა ბოჭორიშვილს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძახოს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და შექმნილ ვითარებაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვოს. სანამ ოლიგარქიული დიქტატურა […]

Continue Reading

ქართველმა მეზღვაურმა სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანი გადაარჩინა

ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილის პირას მყოფი 36 ადამიანის სიცოცხლე ქართველმა მეზღვაურმა გადაარჩინა. დავით ფანცულაია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიგრანტები შუა ზღვაში გაჩერებულ მცირე ზომის გემში 4 დღე უწყლოდ და საკვების გარეშე იყვნენ. “მოგვივიდა შეტყობინება, დაახლოებით კოორდინატები, თუ სად შეიძლება ყოფილიყვნენ. ბევრმა აუარა გვერდი, რეაგირება არ ჰქონიათ. ამჟამად გემზე ვარ მე 1 ქართველი, 2 […]

Continue Reading

“ნაცმოძრაობის” ყრილობას თინა ბოკუჩავაც ესწრება – აპირებს თუ არა ის პარტიის დატოვებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს. პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან. ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების […]

Continue Reading

გუდაურში იგეგმება სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი – პრემიერი

გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, “სნოუპარკის” არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. „ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით […]

Continue Reading