დასაკარგი არაფერი მაქვს, არ ციხის მეშინია არც სიკვდილის! – მალხაზ მაჩალიკაშვილი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავს, დააფუძნოს მოძრაობა ერებისა და მამულის დაცვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, თავზე პასუხს არ აგებს, ვინც ამის განხორციელებაში ხელს შეუშლის. “ერთ სიტყვით, არ ვიცი ეს რამდენად გამომივა, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, მიუხედავად ყველანაირი სირთულეებისა, დავაფუძნო მოძრაობა, საქართველოს ერების და მამულის დაცვა. ვინც ამ ჩემს იდეების განხორციელებაში ხელს შემიშლის, ჩემს თავზე […]

Continue Reading

უკრაინამ ომში, დაახლოებით, 50 000 ჯარისკაცი დაკარგა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაახლოებით, 50 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 400 000 კი დაშავდა. „ბოდიშს გიხდით, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა ამაზე ზედმეტად გულახდილი ვიყო, რადგან რუსები გაიგებენ, რა ხდება ჩვენს არმიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 50 000 დაღუპული ჯარისკაცი და დაახლოებით 400 000 დაჭრილი. ასევე არიან დიდი რაოდენობით უგზო-უკვლოდ დაკარგულები“, […]

Continue Reading

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. “წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის სახელობის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. “მერაბ დვალიშვილთან ერთად ვამუშავებთ ამ პროექტს. შეიქმნება საქართველოში ყველაზე სერიოზული საწვრთნელი ბაზა ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთობლივი პროექტი, რომლის დეტალებიც სექტემბრის ბოლოს გახდება […]

Continue Reading

ოპოზიცია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად კამპანიას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად კამპანიას – „ემიგრანტის ხმა“ იწყებს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგიზ თევზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლება ჩამოერთვათ, რაც მისივე თქმით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. “2024 წლის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ემიგრანტების ხმების მხოლოდ […]

Continue Reading

შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და […]

Continue Reading

მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვის მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც 30 ივლისს ასობით მიგრანტმა მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. „მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ [იტალიის შინაგან საქმეთა] მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო იმიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რამდენად […]

Continue Reading

ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი თუ იტყვის, რომ პრემიერობის კანდიდატი ხდება, ეს თამაშის წესებს გაამარტივებს

მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. „ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ […]

Continue Reading

„დოიჩე ველეს“ გამოძიება: „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. „დოიჩე ველეს“ გამოძიება აჩვენებს, რომ უწყების მიერ ხარვეზის გამოსწორების დაპირების მიუხედავად, დოკუმენტების ნაწილში კონფიდენციალური ინფორმაცია ამ დრომდე საჯაროა. გერმანულმა მაუწყებელმა რამდენიმე თვის განმავლობაში 800 000-ზე მეტი ფაილი შეისწავლა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დოკუმენტების ნაწილი შეიცვალა ან წაიშალა, თუმცა ათეულობით […]

Continue Reading

ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

www.ekalata.gov.ge–ზე პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს. საბაზისო არასასურსათო პროდუქტების ჩამონათვალშია: 11:00 საათის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარია. 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტის მიხედვით, კი ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 […]

Continue Reading