საქართველოდან სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს – რუსეთის საგარეო

დღის სიახლეები პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებაб საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის დროებით შეზღუდვის შესახებб პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

მისი თქმით, პირველ რიგში, აკრძალვა მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლების გარკვეულ სასმელებზე ვრცელდება; არ არსებობს ფართომასშტაბიანი აკრძალვები. გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს.

„დაწესებული შეზღუდვები მიზანმიმართულია; ჩვენ ვხედავთ რუტინული პროცედურის პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევის მცდელობას. პოლიტიკური მოტივი არ არსებობს“ – განაცხადა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ.

მანვე დასძინა, რომ კომპანიები, რომლებშიც დარღვევა არ აღმოჩნდა, განაგრძობენ თავიანთი საქონლის მიწოდებას რუსეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოს ძირითადი ბაზარია.

როგორც ცნობილია, ოქტომბრის დასაწყისში „როსპოტრებნადზორმა“ დროებითი აკრძალვა დააწესა საქართველოში წარმოებული ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“, კოკა-კოლას და „თბილვინოს“, „ვაინმენის“ და „თელიანი ველის“ გარკვეული ღვინოების რუსეთის ფედერაციაში იმპორტირებაზე. აკრძალვა დაწესდა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამობის გამო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *