საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების ანაზღაურება, რომლებმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი უნდა განიხილონ

დღის სიახლეები სამართალი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო.

როგორც ცნობილია, საქმის არსებითი განხილვა 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: რევაზ ნადარაია, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკალიშვილი, გიორგი მოდებაძე და სერგო მეთოფიშვილი განიხილავენ.

რა ანაზღაურებას იღებენ საკონსტიტუციოს ის მოსამართლეები, რომლებმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

რევაზ ნადარაია – 2025 წლის აგვისტოში წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსით მის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ ჯამში, 147 593 ლარი შეადგინა. აქედან 145 093 ლარი მოსამართლის ანაზღაურება იყო, ხოლო 2 499 ლარი — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მიღებული თანხა.

ვასილ როინიშვილი – 2026 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მისმა ანაზღაურებამ 166 120 ლარი შეადგინა.

გოგა კიკილაშვილი – 2025 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, საქმიანობისას მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 102 815 ლარი შეადგინა.

ევა გოცირიძე – 2026 წელს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მისი ანაზღაურება 159 378 ლარი იყო.

გიორგი თევდორაშვილი – 2026 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მისმა შემოსავალმა 164 539 ლარი შეადგინა.

გიორგი მოდებაძე – 2026 წელს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 24 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მოსამართლის პოზიციაზე მისმა ანაზღაურებამ 36 987 ლარი შეადგინა.

სერგო მეთოფიშვილი – 2026 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მისი წლიური ანაზღაურება 127 948 ლარი იყო.

BPN.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *