ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება. აზერბაიჯანის რკინიგზის გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ტარიფები ასე განაწილდა:
• ბაქო – თბილისი: 82.6 ლარი (54 მანათი)
• ევლახი – თბილისი: 67.3 ლარი (44 მანათი)
• განჯა – თბილისი: 62.7 ლარი (41 მანათი)
• აღსტაფა – თბილისი: 58 ლარი (38 მანათი)
• ბოიუქ კესიკი – თბილისი: 55 ლარი (36 მანათი)
ამ დროისთვის Stadler-ის ტიპის მატარებლის კომფორტ-კლასით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ღირებულება 118.3 ლარს (77.5 მანათს) შეადგენს, განჯიდან კი – 86.7 ლარს (56.8 მანათს)
ასევე, აზერბაიჯანის რკინიგზის გადაწყვეტილებით, იზრდება რეისების რაოდენობაც და ღამის რეისებთან ერთად მგზავრებს დღის მონაკვეთში გადაადგილების შესაძლებლობაც ექნებათ:
• ღამის რეისი: ბაქოდან გადის 23:10 საათზე და თბილისში ჩადის მომდევნო დღის 08:41 საათზე. თბილისიდან ბაქოსკენ გადის 11:00 საათზე და ადგილზეა 20:26 საათზე.
• დღის რეისი: ბაქოდან გავა ყოველდღე 09:10 საათზე და თბილისში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით თბილისიდან გაემგზავრება 22:00 საათზე და ბაქოში მომდევნო დილის 07:57 საათზე იქნება.



