ჩინეთიდან საქართველოში რეკორდული, 119 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჩინეთიდან 119 081 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23.6%-ით(22 748-ით) აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. ამასთან, მათივე ცნობით, მხოლოდ იანვარ-სექტემბრის მონაცემებს თუ ავიღებთ, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2011 წლიდან, ანუ სტატისტიკის ხელმისაწვდომი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ზრდის […]

Continue Reading

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი: საქართველოში მტრულად მექცეოდნენ

გუშინ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე დამაკავეს საქართველოს აეროპორტში. მტრულად მექცეოდნენ, წყლისა და ჩაის დალევის უფლებაც კი არ მომცეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავის დავურეკავდი ან ვერ ვესაუბრებოდი. მითხრეს, რომ გადაადგილებაც კი მეკრძალებოდა. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ musavat.com-თან ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა იბად ჰუსეინოვმა, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს აეროპორტში დააკავეს. „ჩემმა თანაშემწემ, […]

Continue Reading

ოპოზიციის აკრძალვამ შესაძლოა, სიტუაციის საშიში ესკალაცია გამოიწვიოს – ევროპის საბჭოს კონგრესი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საკონსტიტუციოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის მიმდინარე განხილვებს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს კონგრესი წერს, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი […]

Continue Reading

აზერბაიჯანული მედია – საქართველოში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს. გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. “ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს. ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის […]

Continue Reading

რუსეთის „როსელხოზნადზორმა“ და საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს

2026 წლის 20-დან 22 ოქტომბრამდე, „როსელხოზნადზორი“ მონაწილეობს ვეტერინარული პროდუქტების მარეგულირებელი სისტემების გაძლიერების შესახებ OVEP-ის რეგიონულ სემინარში, რომელიც თბილისში იმართება. ამის შესახებ რუსეთის აღნიშნული უწყების ვებ-გვერდი იუწყება. სემინარის ფარგლებში, „როსელხოზნადზორისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა განეხილათ თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქტების ორმხრივი მიწოდების გაზრდა, მათ შორის ორი […]

Continue Reading

არის მთელი რიგი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ამ საკომუნიკაციო ხაზის ფუნქციონირება აუცილებელია – ქადაგიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

ჩვენ გვჭირდება ყველა ვითარებაში გარკვეული კომუნიკაციის არხის ქონა რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოკუპაციის გამო რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, თუმცა ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სატრანსპორტო საკითხების მოსაგვარებლად საკომუნიკაციო არხის ფუნქციონირება აუცილებელია. […]

Continue Reading

საქართველოდან სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებაб საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის დროებით შეზღუდვის შესახებб პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში, აკრძალვა მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლების გარკვეულ სასმელებზე ვრცელდება; არ არსებობს ფართომასშტაბიანი აკრძალვები. გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს. „დაწესებული შეზღუდვები მიზანმიმართულია; ჩვენ ვხედავთ რუტინული პროცედურის პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევის […]

Continue Reading

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა

გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, დაინიშნა პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ზურაბაშვილი პარალელურად განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი […]

Continue Reading

ქვეყნების ათეული, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი – ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე. „ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და […]

Continue Reading

რუსეთი-ლიბანი-საქართველო: რომელი ქვეყნიდან გაიზარდა და შემცირდა ფულადი გზავნილები

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით – 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 […]

Continue Reading

ზახაროვამ “ქართული ოცნების” პოზიცია დადებითად შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი მიესალმება საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც “დესტრუქციულ გარე გავლენას ეწინააღმდეგება”. ამასთან, ზახაროვამ დასავლელი პარტნიორების და ევროკავშირის ქვეყნების ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, რეგიონის მიღმა მყოფი მოთამაშეები საქართველოს “სახიფათო” და […]

Continue Reading

ალიევმა და თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელმაც აზია და ევროპა საქართველოს გავლით უნდა დააკავშიროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი გახსნეს, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე გადის. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. საკაბელო ხაზი, რომლის სიგრძე 380 კილომეტრია, ერთმანეთთან ყაზახეთის ქალაქ აქტაუს და აზერბიაჯანის ქალაქ სუმგაითს აკავშირებს. მისი გამტარუნარიანობა წამში 400 ტერაბიტს შეადგენს. აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა „ციფრული აბრეშუმის […]

Continue Reading

რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები იტალია და საქართველოა – AAWE

2025 წელს რუსეთისთვის ღვინის ყველაზე დიდი პირდაპირი მომწოდებლები, ღირებულების თვალსაზრისით, იტალია და საქართველო იყვნენ, ხოლო მოცულობით საქართველო ლიდერობდა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists – AAWE) თავის facebook-გვერდზე წერს. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 234 მლნ დოლარის იტალიური და 171 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა. მაშინ, როცა მოცულობის თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთში […]

Continue Reading

რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი მეორე – დანარჩენი საქართველო მეოთხე ადგილზეა

რუსული ტურისტული სერვისის, Tutu-ს კვლევის თანახმად, 2026 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ მოგზაურობებზე რუსეთის მოთხოვნა, თითქმის, გაორმაგდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისის თანახმად, ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობებზე მოთხოვნა 2025 წელთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა. სამი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო მიმართულება იყო თურქეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ტაილანდი. თურქეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილეთების გაყიდვების 25.2%-იანი ზრდით, ხოლო ტაილანდში მოგზაურობის […]

Continue Reading

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მათი ამჟამინდელი ფორმით ფიზიკურ პირებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით”

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს. დასკვნა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით მომზადდა. ვენეციის კომისიის მოსაზრების მომხსენებლები არიან ჰერდის კიერულფ თორგეირსდოტირი, […]

Continue Reading

ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო – ხუხაშვილი რუსულ აკრძალვაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურებაა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის საკითხს. ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესს ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ, ეს არის ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ აქვს კორუფციული მხარეც, „ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს“ „ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია. ახლა აანონსებენ სხვა კომპანიებზეც, ანუ ჩუმად იყავითო. ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოდან ევაკუირებული იქნებოდა

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ელჩი გააცნობიერებდა მეორე დღეს მაინც, რომ ჩვენ რომ მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, […]

Continue Reading

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება – 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობის თითქმის 67% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. რვა თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 102,2 მილიონი დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გაიყიდა. მთლიანობაში კი საქართველოდან ექსპორტზე 163,6 მილიონი დოლარის 52 419 ტონა ღვინო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, მიმდინარე წელს […]

Continue Reading

ქართული ღვინო კვლავ აიკრძალა: როსპოტრებნადზორი ხარისხს ამოწმებს თუ თბილისთან ურთიერთობას? – pravda.ru

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა “პრავდა.რუ” და წერს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველ მწარმოებლებზე, რომელთათვისაც რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზარად რჩება. მომხმარებლები კი კვლავ დადგება კითხვის წინაშე, თუ სად მთავრდება სურსათის უვნებლობისადმი ზრუნვა და სად იწყება მაღალი დონის პოლიტიკა: “რუსეთმა შეზღუდა ქართული ღვინის, კონიაკის, ლუდის და გამაგრილებელი სასმელების იმპორტი და გაყიდვა. “როსპოტრებნადზორის” დოკუმენტზე დაყრდნობით, […]

Continue Reading

ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე – ევროკავშირის ელჩი საქართველოს მთავრობაზე

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხედავს თუ არა ის საქართველოს მთავრობისგან რაიმე ნამდვილად მზაობას აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან. „სამწუხაროდ, მთავრობა არ […]

Continue Reading

ევროკავშირის ელჩი – გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის!

ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას. „ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი […]

Continue Reading

ბაქომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ბაქომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევის ბრძანების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის გადახალისება მოხდება. ბრძანებულების თანახმად, კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება. კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, […]

Continue Reading

რუსეთმა ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა – რომელ კომპანიებს შეეხება აკრძალვა

რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით. აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; […]

Continue Reading

თებერვალში ერევანში მომხდარი სისხლიანი სროლის მონაწილე საქართველოში დააკავეს და მას სომხეთს გადასცემენ – მედია

თებერვალში ერევანში მომხდარი სისხლიანი სროლის მონაწილე საქართველოში დააკავეს: მას სომხეთს გადასცემენ. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარგსიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საგამოძიებო ოპერაციების შედეგად 37 წლის მ.მ. იპოვეს, რომელიც საქართველოში იმალებოდა. მამაკაცი მკვლელობის, ხულიგნობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა. ინციდენტი […]

Continue Reading

ჰერჩინსკი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს

ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მასწავლებლის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. ელიჩის განცხადებითვე, მას მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ. SANGU აჩვენებს, რომ […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. „დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ […]

Continue Reading

ბიზნესმენების სახლები გაჩხრიკეს, რომლებსაც რუსეთში საქართველოს გავლით მსუბუქი ავტომობილები უკანონოდ შეჰყავდათ

ავსტრიასა და გერმანიაში ორი ბიზნესმენის სახლი გაჩხრიკეს, რომლებიც რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით 59 მსუბუქი ავტომობილის უკანონოდ ექსპორტში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია. ბიზნესმენებს, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, 7 მლნ ევროს ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ. სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა რუსეთში ანტირუსული სანქციების დარღვევით 53 მსუბუქი და 6 სატვირთო […]

Continue Reading

Rapporteur – ევროკავშირი ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობას

ბრიუსელი ეწინააღმდეგება თბილისის კანდიდატურას ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობის შესახებ, იტყობინება Reporter პორტალი Rapporteur (ყოფილი Euractiv). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი აპირებს ეუთოს თავმჯდომარეობას და მზადაა ორგანიზაციის წევრებთან ითანამშრომლოს. ევროკავშირის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელისუფლება ერთგულია კვიპროსის კანდიდატურის მიმართ და სხვა ვარიანტებს არ განიხილავს. ამასობაში, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს, რაც […]

Continue Reading

მეუფე ზენონი – ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია, შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა […]

Continue Reading

“დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით” – კობახიძე აშშ-ის საელჩოში

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. „როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, […]

Continue Reading

ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ – სამხარაძე

ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში. „ახლახანს დასრულდა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კომიტეტის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ძალიან […]

Continue Reading

მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ – სერბეთის პრეზიდენტი საქართველოზე

მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი, რომ მშურს, იმიტომ, რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონდეს ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საოცარი შედეგები […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოზე მოთხოვნა 66%-ით გაიზარდა – რუსული მედია

საქართველო წამყვან სამეულს ხურავს იმ ქვეყნებს შრის, სადაც ზაფხულში რუსეთიდან მოგზაურობებზე მოთხოვნა ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ სასტუმროებისა და აპარტამენტების ონლაინ-დაჯავშნის სერვის „ოსტროვოკის“ კვლევაში წერია, რასაც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება TASS ავრცელებს. კერძოდ, რუსებს შორის, საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა, 2025 წელთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ვიეტნამია, რომელთანაც წლევანდელ სეზონზე, რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლის გაზრდის გამო, […]

Continue Reading

ქართულ მხარესთან ტექნიკური შეხვედრა შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან – პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა კომენტარი გააკეთა  ბრიუსელში, საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. […]

Continue Reading

რა წერია საქართველოზე ანგარიშში, რომელიც ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ “კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო.კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი.კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს: ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს – როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

სამუშაო ვიზების გაცემა წყდება ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის – რომელ ქვეყანაში წესდება აკრძალვა

უნგრეთის მთავრობა პარასკევიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას შეწყვეტს – განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა და ამ გადაწყვეტილებას უცხოელი მუშახელის შემოდინების რეგულირების პროცესში პირველი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის „ტიცას“ პარტიამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მემარჯვენე ლიდერის ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყვეტს […]

Continue Reading

ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს – განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება – იოზვიაკი

ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, – წერს იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

Continue Reading

სერგეი ლავროვი – დასავლეთის მხრიდან იყო საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა

დასავლეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ჩვენს მეზობლებს რუსეთთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი დააკარგვინოს და აიძულოს, გადაიხადონ იმ ავანტიურის საფასური, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ამზადებდა და დღემდე ამზადებს – კერძოდ, რუსეთის დასუსტებისა და, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაშლის მიზნით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამ კონტექსტში მან უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ […]

Continue Reading

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად არის – რა პირობას აყენებს მოსკოვი

რუსეთის საგარეი საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზადაა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს. ზახაროვამ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც, მისი აზრით, „პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს“, ყურადღებით მოუსმენს ხალხის ხმას. „ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. თქვენ ახსენეთ […]

Continue Reading

იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას – ცნობილია, რას ელოდება ამერიკა საქართველოსგან

იმედია, საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა. კერძოდ, რუბიოს პასუხი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას მოყვა, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური […]

Continue Reading

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა განსხვავდება წინა ადმინისტრაციის მიდგომისგან, ეს გვაიმედებს – ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს […]

Continue Reading

110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ირანიდან საქართველოსკენ – ვინ და სად აღმოაჩინა ტვირთი

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ირანიდან საქართველოსკენ მომავალ საზამთროს გადამტან სატვირთო მანქანაში 110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბელაქანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთროს გადამტანი სატრანსპორტო საშუალება „მაზიმგარას“ საბაჟო პუნქტში სტაციონარული რენტგენის აპარატით შემოწმდა. […]

Continue Reading