110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ირანიდან საქართველოსკენ – ვინ და სად აღმოაჩინა ტვირთი

დღის სიახლეები სამართალი

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ირანიდან საქართველოსკენ მომავალ საზამთროს გადამტან სატვირთო მანქანაში 110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბელაქანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთროს გადამტანი სატრანსპორტო საშუალება „მაზიმგარას“ საბაჟო პუნქტში სტაციონარული რენტგენის აპარატით შემოწმდა.

შემოწმების პროცესის ფარგლებში ასევე გამოიყენეს საბაჟო სამსახურის ძაღლი, რა დროსაც საზამთროს ყუთების ძირში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *