მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი, რომ მშურს, იმიტომ, რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონდეს ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საოცარი შედეგები აქვს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ვუჩიჩის თქმით, ევროპაში საუბრობენ, რომ დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპის ქონა კარგი იქნებოდა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
