ბაქომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევის ბრძანების მიხედვით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის გადახალისება მოხდება.
ბრძანებულების თანახმად, კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება.
კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკოლოგიის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა თანამდებობის პირები.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე. ეს მიმართულება თბილისისთვის პრიორიტეტულად იქნა განსაზღვრული.
Вестник Кавказа


