მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ აღმოჩნდა დაღუპული და რა ინფორმაცია ვრცელდება მის შესახებ?

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის ლელი თეთრაულის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ. ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება. ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

გაფრთხილება – 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. „შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე […]

Continue Reading

დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს

დღეს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მეორე ტურში, “დინამო არენაზე”, უკრაინას უმასპინძლებს და, ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, წარმატების მიღწევას შეეცდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა – ადგილზე მშობლების პროტესტია

თბილისის კიდევ ერთი სკოლა დაიკეტა – 81-ე სკოლა საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთი კვირის წინ ერთ-ერთ საგაკვეთილო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. ჭკალოვის ორ ნომერში დილიდან პროტესტია – ადგილზე მშობლები არიან შეკრებილები და საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ, ამბობენ, რომ იმ ერთ ოთახს თვითონვე გაუკეთებენ რეაბილიტაციას, თუმცა მათთან რამდენიმე წუთის წინ სკოლის დირექტორი გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს ამცნო, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°; ბათუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

28 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. […]

Continue Reading

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 არასრულწლოვანი

ბათუმში ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – დაშავდა 2 არასრულწლოვანი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 13-14 წლის არასრულწლოვანები სწორედ იმ მოპედით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე […]

Continue Reading

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. საქართველო – უკრაინის მატჩი „დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. რამაზ სვანაძემ უკრაინელებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე უმასპინძლა. „მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული […]

Continue Reading

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც

მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა. პატრიარქის თქმით, ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც. უწმინდესმა და და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ […]

Continue Reading

თბილისში, დღეს თსუ-დან გმირთა მოედნამდე მსვლელობა – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება

27 სექტემბერს, თბილისში, მარში – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გმირთა მემორიალთან მივლენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად. მარშს შეუერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სამოქალაქო – საზოგადოებრივი ჯგუფები. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +22, […]

Continue Reading

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას დღესასწაულობს – დაწესებულია ერთდღიანი მარხვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა – ჯვართამაღლებას ზეიმობს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლება მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, იმპერატორ, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. რომის წარმართი იმპერატორები […]

Continue Reading

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით არ დაუყენებია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია” – მეუფე გიორგი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს. მეუფე გიორგიმ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყა: “მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რამაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, […]

Continue Reading

გუდაურში სატვირთო კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა – საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გამოცემისვე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც აქამდე სვანაძე ხელმძღვანელობდა, ფედერაციის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს თავისი ასისტენტი – გიორგი ადამია შეცვლის. „საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევრამდე უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

26 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი – ქეთევანობა

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის, მღვდელმოწამე კორნილიოს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , ასევე ღირსი პეტრე ატროელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს […]

Continue Reading

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია. აზერბაიჯანი ყოველთვის […]

Continue Reading

ახალი ამბები დაკარგული პატარა მოსწავლეები იპოვეს – სად მიაკვლიეს ბვშვებს და რას ამბობს სკოლის დირექტორი?

ვა­კე­ში, N54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის 2 პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთი ბავ­შვის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვა­კის ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პატარები მალევე იპოვეს, საქმეში ჩართო საპატრულო პოლიცია. “ამბები”და­უ­კავ­შირ­და 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ჩო­ქურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი­ვე ბავ­შვი ნა­პოვ­ნია. “უბ­რა­ლოდ მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მერე და­ვი­ნა­ხეთ კა­მე­რებ­ში, რომ ჭიშ­კარს იქით იყ­ვნენ […]

Continue Reading

რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს

17 წლის რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს  –  მაკარ ნიკოლაევი, რომლის სპორტული კარიერა რუსეთთან არის დაკავშირებული, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს. ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე თვეში, როცა რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ყინულზე საქართველოს სახელით სრიალებენ. აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის […]

Continue Reading

“ისეთი დამაჯერებელი, გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა, მართლა ხომ არ მომითხოვია ფული” – რას წერს მოქალაქ, რომელსაც ბანკის სახელით დაურეკეს

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ საქართველოს ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი მონაცემებით უცხო ადამიანმა ბანკისგან თანხა მოითხოვა და 20 ათასი ლარი სესხის სახით 20 ათასი ლარი დაუმტკიცდა. მისი თქმით, “ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა […]

Continue Reading

დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია – საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“,- აღნიშნულია განცხადებაში. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებითთ. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

25 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში ღირსი გიორგი ჭყონდიდელი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა […]

Continue Reading

ჩნდება უამრავი კითხვა სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან და ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე – გადაუდებლად აუცილებელია სათანადო რეაგირება – საპატრიარქო

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია – ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც სოციალურ […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების […]

Continue Reading

ოკუპირებულ აფხაზეთში „ვულკანის ამოფრქვევა“ უარყვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიწის ეროვნულ პარკში „ვულკანის ამოფრქვევა“ დაიწყო. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და თვითმხილველის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, რიწისკენ მიმავალ გზაზე, კლდოვან ფერდობზე რამდენიმე საღამოს განმავლობაში მცირე ნათებები ჩანდა. „უკვე მეორე დღეა, საღამოს ვხედავთ პატარა ცეცხლებს, რომლებიც ზემოდან ქვემოთ ეშვება და მალევე ქრება. ჩვენი აზრით, შეიძლება […]

Continue Reading

თბილისის 21-ე სკოლას გაარემონტებენ – ცნობილია რა გადაწყვეტილება მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისისა და მისაქციელის საჯარო სკოლებზე

თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ცნობილია. გავრცელებული განცხადების თანახმად, 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.  რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, […]

Continue Reading

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული” – კალაძის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, ფაქტია, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული”. როგორც კახა აბულაძემ ,,პირველი არხის” ეთერში განაცხადა, დადასტურებულია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ავადობის მიზეზი ვირუსი იყო და არა საკვებით ინტოქსიკაცია. ,,ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°;ბათუმი: წვიმა […]

Continue Reading

24 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. […]

Continue Reading

„დეპორტაციები ბოლო დროს გახშირდა, არის შემთხვევები პირს მისამართზე აკითხავენ და აკავებენ“ – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. „რეპორტის“ ცნობით, დუბლინი-თბილისის ჩარტერული რეისი 20 სექტემბერს შესრულდა, ხოლო ფრენის ხარჯებმა 225 575 ევრო შეადგინა. დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 ბავშვია. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, კაცებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევი იყო. „ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან“, – ამის შესახებ […]

Continue Reading

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. მისი თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და […]

Continue Reading

“რუსეთის რკინიგზის ტური” ერევანსა და თბილისს შორის მატარებლით კრუიზს იწყებს

ამ შემოდგომაზე რუს მოგზაურებს შეეძლებათ პირველი საერთაშორისო მატარებლით კრუიზით ისარგებლონ და სომხეთსა და საქართველოს ეწვიონ. “რუსეთის რკინიგზის ტური” პირველ მატარებელს 30 ოქტომბერს გაუშვებს. სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, ერევანში დაიწყება, სადაც ტურისტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მგზავრობა. მგზავრობაერთ ადამიანს, მინიმუმ, 63,000 რუბლი დაუჯდება. ტურისტები ღამეს მატარებელში გაატარებენ, დღისით კი, სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. მოგზაურები […]

Continue Reading

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია. „მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკა: მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +28, +33°; […]

Continue Reading

23 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა. წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ […]

Continue Reading

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი […]

Continue Reading

მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს

კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება, მევენახეებმა რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს – “კახეთის ხმისა” და “ტვ პირველის” ინფორმაციით, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და ასევე სოფელ ველისციხეში არსებული გზა გადაკეტეს. მევენახეები აცხადებენ, რომ დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ყურძნის ჩაბარების ფასზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად არ ჩაიბარებენ. მევენახეების ნაწილი უკვე ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ […]

Continue Reading

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. „ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე […]

Continue Reading

დეზინფორმაციაა, თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა –  გამოვლინდა ნოროვირუსი, უახლოეს დღეებში კი სააღმზრდელო პროცესი აღდგება – კალაძე

გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს, – მის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე ენტეროვირუსის სიმპტომების გამოვლენის გამო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჰოსპიტალიზაციის […]

Continue Reading

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება. ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ […]

Continue Reading

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს. ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.  მატარებლების მიმოსვლა აღდგება მას შემდეგ, რაც  დაზიანებულ მატარებელს დეპოში გადაიყვანენ.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია […]

Continue Reading

22 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას. მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს, მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს, ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის III მსოფლიო კრების ხსენებაც. „Sputnik – საქართველო” გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ […]

Continue Reading

“თუ ჩემი შვილი ცოცხალია, მაშინ მან თავისი ვინაობა არ იცის… ახლახან მამიდასაც ვკითხე და დამიდასტურა” – გურამ დადიანიძის დედის მორიგი მოულოდნელი ვერსია

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას „შუადღე Live Shuadge Live“ სტუმრობდა, სადაც შვილის შესახებ ისაუბრა. გადაცემაში სოფო ბიბილაშვილმა დაკარგული შვილის პოვნის იმედსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. „ძალიან ბევრი მწერს, მაიმედებს, რომ ვიპოვი ცოცხალს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ მისი ვინაობა არ იცის… […]

Continue Reading

პატრიარქი შიო მესამე: – “ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს”

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, – ამის შესახებ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

21 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც. წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე […]

Continue Reading

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას – ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს – პატრიარქი წირვას ბათუმში შეასრულებს

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში კი ღვთისმსახურება ღამის თევით შესრულდება. მართმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.  საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ […]

Continue Reading