“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით არ დაუყენებია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია” – მეუფე გიორგი

დღის სიახლეები საზოგადოება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს.
მეუფე გიორგიმ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყა:

“მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რამაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით არ დაუყენებია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია.
ჩვენთვის ქურმუხის ტაძარს აქვს ისტორიული,საეკლესიო და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.
ჩვენი ინტერესია არა რაიმე დაპირისპირება ორ მეგობარ მეზობელ სახელმწიფოს შორის, არამედ ტაძრის ისტორიული სახის, სიწმინდის და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დაცვა.
ასეთი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს. ეს არის პირადად ჩემი მოკრძალებული რეკომენდაცია.
“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.” გიორგი ეპიკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის” – წერს მეუფე გიორგი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *