თბილისში, დღეს თსუ-დან გმირთა მოედნამდე მსვლელობა – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება

დღის სიახლეები საზოგადოება

27 სექტემბერს, თბილისში, მარში – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გმირთა მემორიალთან მივლენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.

მარშს შეუერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სამოქალაქო – საზოგადოებრივი ჯგუფები.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *