მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ აღმოჩნდა დაღუპული და რა ინფორმაცია ვრცელდება მის შესახებ?

დღის სიახლეები საზოგადოება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

45 წლის ლელი თეთრაულის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.

ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება.

ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *